1973 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბი მიმდინარე წელს საუკეთესო სეზონს ატარებდა და კოლუმბიაში სწორედ სამხრეთ ამერიკის თასის ფინალური მატჩის გასამართავად მიფრინავდა, რა დროსაც ჩარტერული თვითმფრინავი, რომელსაც 81 ადამიანი გადაჰყავდა კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა. ტრაგედიას 76 ადამიანი ემსხვერპლა, მოგვიანებით გადარჩენილთაგან ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მეკარე მარკოს დანილო პადილია საავადმყოფოში გარდაიცვალა. დარჩენილი 5 გადარჩენილიც მძიმე მდგომარეობაშია, ზოგიერთს კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა, ზოგიერთი კი ექიმების შეფასებით მძიმე დაზიანებების გამო შესაძლოა პარალიზებულნი დარჩნენ.
ბრაზილიელი მგზავრების დაღუპვის გამო ბრაზილიის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ტრაგედიის გამო ბრაზილიას და საფეხბურთო სამყაროს მთელი მსოფლიო უსამძიმრებს.
ბრიტანულმა გამოცემა „დეილი მეილმა“ ავიაკატოსტროფის ადგილზე გადაღებული ფოტომასალა და ის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ბრაზილიური კლუბის ფეხბურთელებმა და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა ტრაგედიამდე გადაიღეს.















მასალის გამოყენების პირობები






