30 ნოემბრის ანონსი
ანონსი - 21:29, 29 Nov, 2016     1218

08:30 საათზე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომიტაშვილი, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, გარაყანისძე-ერისთავების საგვარეულო სასახლეს მოინახულებენ

კასპი, სოფელი ლამისყანა

10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში,“ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის, საავტომობილო ფედერაციის, მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების მთავარ თემას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, კერძოდ კი - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში საგზაო სექტორის ფინანსირებისა და მწვანე სატვირთო გადაზიდვების საკითხებიც განიხილება.

11:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული სტატისტიკის პორტალისა და საქსტატის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე - ,,პირველის პრესკლუბში’’ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძესა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით ექსკლუზიური მასალების წარდგენა.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე

11:30 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

11:30 საათზე - ,,პირველის პრესკლუბში" სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიხეილ სააკაშვილის როლი მაიდნის ტრაგიკულ მოვლენებში და მასთან დაკავშირებული სნაიპერთა საიდუმლო ოთხეული

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე

12:00 საათზე - ,,პირველის პრესკლუბში’’ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე "პირველ პრესკლუბში" გამართავს პრესკონფერენციას

თემა: დედოლარიზაცია – მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელთარსებული მექანიზმები და ბერკეტები ლარის გაუფასურებასთან საბრძოლველად. ონლაინსესხები და ქვეყნის ეკონომიკა – მოახდენს თუ არა ონლაინსესხების აკრძალვა გავლენას ეკონომიკაზე.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე

12:00 საათზე - გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება.

მისამართი: მაზნიაშვილის ქუჩა

საკონტქატო პირი: ლანა ქარდავა 577 15 85 72

12:00 საათზე - საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:30 საათზე - „პირველის“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ -ს ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივების შეფასება დედოლარიზაციის და სესხების კონვერტაციასთან დაკავშირებით.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე

20:00 საათზე - თბილისის ჩასაბერ საკრავთა მე-8 საერთშორისო ფესტივალის ფარგლებში, თიბისი გალერეაში ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, კლარნეტისტი, ლევან ცხადაძე და ცნობილი ჰოლანდიელი გიტარისტი, იზარ ელიასი დაუკრავენ.

მუსიკოსები ქართველი მსმენელისათვის შეასრულებენ ყანჩელის, გოლიხოვის, ფრაიდლინის, პფისტერის, კიუფნერის ნაწარმოებებს შეასრულებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42