ტრაგედია ფეხბურთის სამყაროში- ბრაზილიაში გლოვა გამოცხადდა
მსოფლიო - 20:27, 29 Nov, 2016     75858
კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთით ავიაკატასტროფაში ბრაზილიელი მგზავრების დაღუპვის გამო ბრაზილიის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

თვითმფრინავში , რომელიც სან პაულოდან მედელინში ჩარტერულ რეისს ასრულებდა, 81 მგზავრი, მათ შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, ისინი მედელინში სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში, ადგილობრივ კლუბ „ატლეტიკო ნასიონალთან“ შესახვედრად მიფრინავდნენ.

ავიაკატასტროფიდან ცოტა ხანში ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფას 6 მგზავრი გადაურჩა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ გადარჩენილთაგან ერთ-ერთი, საფეხბურთო გუნდის მეკარე მარკოს დანილო პადილია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადარჩენილთა შორისაა მეორე მეკარეც ჯეკსონ ფოლმანი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება კიდევ ერთი გადარჩენილი ფეხბურთელის შესახებაც, მცველი ალან რუშელი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია, მათი ინფორმაციით მას ხერხემალზე იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, რომ შესაძლოა პარალიზებული დარჩეს.

კოლუმბიური საფეხბურთო კლუბი „ატლეტიკო ნაციონალი“ ითხოვს, რომ გამარჯვებულის ტიტული სწორედ „შაპეკოენსეს“ მიენიჭოს. ტურნირის ორგანიზატორებს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, ვისთან ითამაშებს „ატლეტიკო“ ფინალს და შედგება თუ არა საერთოდ საფინალო მატჩი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42