ამასთანავე 37% -დან (ივლისი. 2015 წელი) 17%-მდე (ნოემბერი 2016 წელი) შემცირდა მათი რიცხვი ვინც მიიჩნევს, რომ აუცილებელია დასავლეთთან ურთიერთობის შეზღუდვა.
რესპონდენტების 70% მიაჩნია, რომ რუსეთი საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, 13% თვლის რომ მოსკოვის როლი გადამწყვეტია, 27% -ს აზრით რუსეთის აზრი გადამწყვეტი არაა.
კვლევის მონაწილეთა 52% დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს მიზეზი არ აქვთ, რომ რუსეთის ეშინოდეთ. 37%-ის აზრით კი ამის მიზეზი არსებობს.
57%-ს მიაჩნია რომ რუსეთს აქვს მიზეზი, რომ NATO-სი ეშინოდეს. საწინააღმდეგო აზრზეა 31%.
გამოკითხულთა 44%-სთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის აზრი რუსეთზე, 51%-სთვის კი სულ ერთია რას ფიქრობენ დასავლეთის ქვეყნები რუსეთზე..
გამოკითხვა 18-21 ნოემბერს ჩატარდა და 1600 ადამიანი გამოიკითხა .
მასალის გამოყენების პირობები






