„ახლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე გვჭირდება საგანგებო ზომების მიღება, რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები და მოხდეს ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი შეტანა“- განაცხადა ეირომ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჰუმანიტარულ საკითხებში სტივენ ო’ ბრაიენის ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ რაიონები სასტიკი ბრძოლების გამო 16 ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა. ზოგიერთი მონაცემებით ალყაშემორტყმულ ქალაქში დაახლოებით 250 ათასი ადამიანი რჩება, როგორც სირიელი უფლებადამცველები აცხადებენ დანგრეულია თითქმის ყველა ადგილობრივი საავადმყოფო და მოსახლეობას საკვეის და მედიკამენტების პრობლემა აქვს.
სირიის სამთავრობო არმიამ ალეპოს აღმოსავლეთით მეამბოხეების კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ერთი მესამედის გათავისუფლება შეძლო, რის გამოც მათ უკან დახევა მოუწიათ. სირიის სამტავრობო არმიას რუსეთის ავიაციაც ეხმარება. მათ მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაში საკმაო მსხვერპლი მოჰყვა.
სირიის ოპოზიციური ძალების წარმომადგენლის ჯორჯ საბრას განცხადებით აღმოსავლეთ ალეპოს დაცემა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დასასრულს არ ნიშნავს. მისი თქმით, სირიის თავისუფალი არმია კვლავ მრავალ დასახლებას აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები






