ფიდელ კასტროს გადაცვალებასთან დაკავშირებით Twitter- ზე გავრცელებული განცხადების გამო კანადის პრემიერმინისტრი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ჯასტინ ტრუდომ კასტრო მოიხსენია, როგორც „ლეგენდარული რევოლუციონერი და ორატორი“
„მიუხედავად იმისა, რომ ფიდელ კასტრო წინააღმდეგობრივი ფიგურა იყო, მისი მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც აღიარებენ მის საქმისადმი ერთგულებას და კუბელი ხალხისადმი სიყვარულს, რომელიც ასევე ძლიერ მიჯაჭვულობას გრძნობდა კომანდანტეს მიმართ“- განაცხადა ტრუდომ.
კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ტრუდოს კომენტარმა დიდი კრიტიკა გამოიწვია, როგორც ინტერნეტ მომხმარებლების, ასევე ჟურნალისტების მხრიდან. კანადელმა ჟურნალისტებმა ტრუდო დიქტატორის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. სოცმედიაში გაჩნდა ჰეშთაგი #TrudeauEulogies , ინტერნეტმომხმარებლებმა ხუმრობით შექმნეს ტრუდოს სამძიმრის წერილები ბინ ლადენთან, ფრედი კრიუგერთან და სხვა ისტორიულ თუ კინემატოგრაფიის ბოროტმოქმედებთან დაკავშირებით.
ფიდელ კასტრო ტრუდოს ოჯახის მეგობარი იყო და ჯასტინ ტრუდოს მამის დაკრძალვის პროცესიაშიც კი ქონდა მონაწილეობა მიღებული.
მასალის გამოყენების პირობები






