უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა. განცხადება ლუცენკომ კიევის რაიონულ სასამართლოში გააკეთა, სადაც ვიდეოკავშირის საშუალებით, დონის როსტოვიდან ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობდა .
„თქვენ ეჭვმიტანილი ხართ სახელმშიფო ღალატში, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ქმედებების მხარდაჭერაში, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის ტერიტორიების და სახელმწიფო საზღვრები ცვლილებას,უკრაინის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევასა და აგრესიული ომის წამოწყებას.“-
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 2014 წლის თებერვალში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო. იური ლუცენკო არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად, შესაძლოა, ასევე ყოფილი პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გამოცხადდეს
მასალის გამოყენების პირობები






