„იდენტობის“ წევრი: „21-ე საუკუნეში მადლობას არ უნდა ვიხდიდე იმიტომ, რომ ცოცხალი ვარ“
საზოგადოება - 22:46, 17 May, 2013     1341

"სამწუხაროა, რომ მედიის დახმარებით მოხდა ამ თემის გაღვივება, არსად არ იყო მითითებული, რომ ეს იყო აღლუმი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტარდება გეი აღლუმი. რაც შეეხება მიზანს, ჩვენ გვსურდა იმის მოთხოვნა, რომ იყოს დაცული კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და ეს უფლებები ილახება. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებიან. ადამიანები აღარ მალავენ საკუთარ ორიენტაციას და ამის გამო უსწორდებიან ფიზიკურად. აქციას უერთდებოდნენ არა მხლოლოდ ლგბტ მოქალაქეები არამედ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენ უნდა ჩაგვეტარებინა მდუმარე აქცია, ტრანსფარანტებზე იქნებოდა ის მესიჯები დატანებული რაც სექსუალური უმცირესობების პრობლემებს წარმოადგენს. ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი რომ ასეთი სამწუხარო ფაქტები დატრიალდებოდა, რომ სასულიერო პირები სიძულვილის აღლუმს წინ წარუძღვებოდნენ, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ სიცოცხლის გადარჩენის გამო მადლობა უნდა გადაგვეხადა მთავრობისთვის, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ კონსტიტუციით მონიჭებული უფლება ვერ გამოვიყენეთ კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლებმა. პოლიცია იყო ვალდებული თავისი ძალების მობილიზება სათანადოდ მოეხერხებინათ. ოცდამეერთე საუკუნეში მადლობას არ უნდა ვიხდიდე, რომ ცოცხალი ვარ", - განაცხადა შუბლაძემ.



მისივე თქმით, შეუძლებელია სექსუალური უმცირესობის წევრებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ მეუფე იაკობის დღევანდელი ქადაგების შემდეგ:



"მიჭირს ვთქვა, რომ აბსოლუტური გარანტია გვაქვს და რომ დაცულები ვიქნებით მას შემდეგ, რაც მეუფე იობმა პირდაპირ აღნიშნა, რომ დაგვინახავს სადმე ქუჩაში და რაღაც შეიძლება ისე არ მოხდეს როგორც საჭიროა, მე მსურს მივმართო შსს-ს უზრუნველყონ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უსაფრთხოება, იმის გამო, რომ ეკლესიისა და ქრისტეს სახელით ჩვენ დაგვიპირისპირდნენ", - აღნიშნა შუბლაძემ.



შუბლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იდენტობა" უახლოეს მომავალში აქციის გამართვას არ გეგმავს, მაგრამ აუცილებელია მსგავსი აქციის ჩატარება:



"ჯერჯერობით არ გვაქვს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიმართოს აქცია. ძალადობის დაგმობა ყველა ნორმალური ადამიანის მოვალეობაა. მხოლოდ ანატომიური აგებულების გამო მე ადამიანად არ ვიწოდები, მე სხვა ბევრი კრიტერიუმის გამო ვიწოდები ადამიანად", - დასძინა შუბლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42