საქართველოში DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:08, 28 Nov, 2016     2116
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით GIZ-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემინიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ბოლოს დროის ყველაზე დიდი მიღწევაა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ამ შეთანმებით გათვალისწინებული რეგულაციები. დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი რეგიონებში ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას ევროკავშირის შესახებ, ადგილობრივ მეწარმეებს კი შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სასწავლო სერვისების განვითარების კუთხით სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება - თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით მოხდება მოქალაქეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება. კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მას ახორციელებს GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ინიციატივის EU4Business (მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა) ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. EU4Business-ის მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესსექტორში ცოდნისა და უნარების განვითარებისა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით მცირე და საშუალო მეწარმეებს დაეხმაროს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით.

მეორანდუმს ხელი სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და SME DSFTA GE-პროექტის ხელმძღვანელმა ფილიპ შტენმეინმა მოაწერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42