,,გეტო გალი“ და გატაცებები ცხინვალის რეგიონიდან - რუსული ანექსიის ფონზე ხელისუფლება ოკუპაციის შესახებ კანონს ცვლის
პოზიცია - 16:30, 28 Nov, 2016     2832
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა "ოკუპაციის შესახებ კანონის" შეცვლისთვის მოიცალა. ეს იმ ფონზე, როცა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტ­რაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპანტის მიერ ვერაგულად მოკლული 31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელი ისევ თავისუფალია, მაშინ როცა საოკუპაციო საზღვრებიდან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს სისტემატიურად იტაცებენ და როცა პუტინის რუსეთმა ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოაცხადა, სადაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ,,გეტო გალი" მივიღოთ.

რატომ არის "ოკუპაციის კანონის" სასწრაფო წესით შეცვლა დღეს პრიორიტეტული და რა მიზანს ისახავს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება?

დღეს გაირკვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის განხილვას მე-9 მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს.

გადაწყვეტილება დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების წესის შეცვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უკანონოდ შეღწევა ამ დრომდე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადებული ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა.

ამასთან, კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ. კანონპროექტით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევიდა/შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას მიიღებს.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და მასთან ერთად, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" მე-8 მოწვევის პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს. საკანონმდებლო პაკეტს კენჭი 2013 წლის მაისში უყარეს და ამის შემდეგ განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო, თუმცა მაშინ ივანიშვილს იდეას არც კოალიციის ზოგიერთმა წევრმა დაუჭირა მხარი...

დღეს კი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი საყვედური და სანქციებიც კი მიიღო იმის გამო, რომ "ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდა.

ბესელია, ირწმუნება, რომ საქართველოს ორწლიანი სანქცია დაედო იმის გამო, რომ მოხდა პასუხისმგებლობის გამოყენება ევროსაბჭოს წევრი დეპუტატების მიმართ.

კანონში განსახორციელებულ ცვლილებების შესახებ განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთა. უჩა ნანუაშვილი "ოკუპაციის შესახებ კანონის" გადახედვის უაცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, სახალხო დამცველის აპარატი კანონში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციაზეც იწყებს მუშაობას.

კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში გაუმჯობესებას საჭიროებს, იმისთვის, რომ სხვებს შორის ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ოკუპაციის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებს მხარს სავარაუდოდ "საქართველოს პატრიოტთა" ალიანსიც დაუჭერს. ყოველშემთხვევაში მკაფიო პოზიცია აქვს პარლამენტარ ემზარ კვიციანს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი "ოკუპაციის შესახებ კანონს" აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში ხელისშემშლელ ფაქტორად აფასებს.

კვიაციანის თქმით მას აქვს ინფორმაცია რომ წულუკიანს ამ კანონის გაუქმება სურდა და ამის საშუალება ნაციონალურმა მოძრაობამ არ მისცა.

"ნიუპოსტი" პარტიის ერთ-ერთ ლიდერს გოჩა თევდორაძესაც დაუკავშირდა. ინაშვილის გუნდის წევრი თვლის, რომ ,,ოკუპაციის შესახებ კანონი არ ხორიცელდება ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო". ,,ეს კანონპროექტი იმდენად მოქნილი უნდა გავხადოთ, რომ ქვეყანამ ეკონომიკური სარგებელიც არ დაკარგოს და თან უკანსვლაც არ გვქონდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

მმართველი გუნდის კანონპროექტს ექსპერტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე "ნიუპოსტთან" საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას მოუწოდებს დაასახელოს ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონთან დაკავშირებით საქართველო აკრიტიკებს.

ექსპერტის აზრით, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შეცვლა არ უნდა მოხდეს.

"თავდაპირველად ეკა ბესელიამ უნდა დაასახელოს ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედ კანონს აკრიტიკებენ. უნდა დასაბუთდეს ეს კრიტიკა და საერთოდ უნდა გაირკვეს რა სახის კრიტიკას იღებს ხელისუფლება. პრინციპში ქალბატონი ბესელიას განცხადება არავითარ წყაროს არ ეფუძნება, აქიდან გამომდინარე ისმის კითხვები.

რაც შეეხება თვითონ საკითხს, ჩემი აზრით კანონში რადიკალურ ცვლილებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ადამიანები რომლებიც შემოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ან ცხინვალის ტერიტორიიდან, ყოველგვარი სასაზღვრო წესების დარღვევის შედეგად საზღვრის გადაკვეთის პრინციპს არღვევენ და აქიდან გამომდინარე გარკვეული სანქციები უნდა არსებობდეს, აქ საუბარი არ არის მათ დაპატიმრებაზე, ან შემდეგში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არ შეშვებაზე . არამგონია ხელისუფლება რადიკალურ ცვლილებებზე მსჯელობდეს, მითუმეტეს იმ ფონზე როცა ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვიდან მოსახლეობას თითქმის ყოველ დღე იტაცებენ"- უთხრა "ნიუპოსტს" ჩიტაძემ.

რა შედეგის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება კანონის ლიბერალიზაციით - ,,ნიუპოსტი“ ჯიპა-ს პროფესორს, ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიზანი რუსეთის ინტერესებთან დაახლოებაა.

,,ამ ხელისუფლებამ ოკუპაციის შესახებ კანონს ერთხელ უკვე გადახედა, გაუადვილეს და შეღავათები მისცეს იმათ, ვიზეც იყო დაჭერის საფრთხე საზღვრის გადმოკვეთის გამო. ეს ნაწილი გააუქმეს. არ მგონია რომ ეს ომბუდსმენის ინიციატივა იყოს, კიდევ ერთხელ სურთ, რუსეთს უთხრან, რომ ,,ჩვენ კარგად ვიქცევით“ - აცხადებს ექსპერტი.

შარაშენიძე ამბობს, რომ ოკუპაციის კანონი არ გაუქმდება, თუმცა მიიჩნევს, რომ საბოლოოდ მიიღებს იმ სახეს, რომ მის არსებობას რეალურად აზრი დაეკარგება.

,,კანონს ვერ გააუქმებენ, მაგრამ რაღაცეებს კიდევ შეარბილებენ. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღვადგენთ, მაგრამ მიზანი არის ის, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, გამოვიყენოთ ბოლომდე და დავუახლობოთ მათ ინტერესებს. დიდი შანსია, საბოლოოდ მივიღოთ ის, რომ ოკუპაციის შესხებ კანონის არსებობას აზრი დაეკარგოს.“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" ენმ მმართველ პარტიას ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. უმცირესობა განმარტავს, რომ საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროსტრუქტურების წინაშე არ აქვს ვალდებულება, რომ "ოკუპაციის შესახებ კანონში" ცვლილება შეიტანოს.

,,შეიძლება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ნაწილს ათასგვარი მოსაზრება ქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების და უსაფრთხოებით. ასოცირების ხელშეკრულება არ გვავალდებულებს ამას. სხვადასხვა მოსაზრება კი ჩვენ ევროპელ პარტნიორებს უნდა შევაცვლევინოთ, როცა ეს ჩვენ ინტერესებში შედის“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სერგი კაპანაძის თქმით არ არსერბობს არანაირი დასაბუთება, რისთვის არის ეს ცვლილებები საჭირო. კაპანაძის განმარტებით, კანონი ისედაც არ ზღუდავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ საქმიანობის განხორციელებას, რომელიც საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაშია. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, არგუმენტი რომ ოკუპაციის შესახებ კანონის გარკვეულწილად ლიბერალიზაციას ევროსტრუქტურები ითხოვენ არასწორია, რადგან არცერთ ფორმალურ მოთხოვნაში ევროკავშირის მხრიდან ეს არ ყოფილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42