Samsung A და J სერიის სმარტფონები - თანამედროვე დიზაინი და პრაგმატული არჩევანი
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:33, 28 Nov, 2016     4881

2016 წელს Samsung Electronics-მა მომხმარებელს შესთავაზა გალაქსი A ( A5 და A7) და J (J5, , J5 Prime, J1, J2 Prime და J1 მინი) სერიის სმარტფონები. მომხმარებელი აუცილებლად შეძლებს აღნიშნული სმარტფონებიდან ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი მისაღებ ფასად, 2016 წლის Galaxy A სერია საუკეთესო ვარიანტი იქნება, რადგან თქვენ მიიღებთ მეტალისა და მინის იდეალურ შერწყმას. ხოლო 2016 წლის Galaxy J სერია შექმნილია მათთვის, ვინც უპირატესობას პრაგმატულ არჩევანს ანიჭებს. აღნიშნულ სერიაში თქვენ იღებთ მაქსიმალურად ძლიერ მონაცემებს მინიმალურ ფასად. დავახასიათოთ რამოდენიმე მოდელი:

Galaxy A5 - დიდი ზომის ეკრანი და მეტალისა და მინის შერწყმით შექმნილი შთამბეჭდავი დიზაინი. სმარტფონი გამოირჩევა ისეთი ფუნქციებითა და მონაცემებით როგორებიცაა: თითის ანაბეჭდის სკანერი, კამერის ოპტიკური სტაბილიზატორი, სამსუნგის წარმოების რვა ბირთვიანი თანამედროვე პროცესორი, უაღრესად მკვეთრი და კონტრასტული სუპერ AMOLED ეკრანი და სხვა.

Galaxy J1-ის შემთხვევაში მომხმარებელი ფასთან მიმართებაში იღებს მაქსიმუმს. სმარტფონს აქვს მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი, მკვეთრი ეკრანი და საოცრად ეფექტური ენერგო-დაზოგვის რეჟიმი, რომლის საშუალებითაც ერთი დამუხვტვით შესაძლებელია სმარტფონის მუშობა 5-6 დღის განმავლობაში.

Galaxy J2 Prime სამსუნგის 2016 წლის მეორე ნახევრის სმარტფონია. იგი თავისი კლასის სმარტფონებთან შედარებით ფუნქციათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გამოვყოთ რამდენიმე მათგანი: სმარტფონი აღჭურვილია უახლესი ოპერაციული სისტემით Android 6.0.1 Marshmallow და ასევე აქვს 4G ინტერნეტის მხარდაჭერა; აქვს დაცული საქაღალდე - ეს არის ფაქტობრივად მეორე სმარტფონი თქვენს სმარტფონში. თქვენ შეგიძლიათ იქონიოთ მეორე Viber, Skype, Facebook, Messenger და ნებისმიერი სხვა აპლიკაცია. დაცული საქაღალდის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშის მეორე ანგარიშით თამაში, ასევე საიდუმლო კონტაქტებისა და ალბომის ქონა; სმარტფონის ფრონტალურ კამერას აქვს ფლეშ განათება, რომელიც დაგეხმარებათ არასაკმარისი განათების პირობებში ნათელი სელფები გადაიღოთ. Galaxy J2 Prime თავის კლასში სამსუნგის პირველი სმარტფონია რომელსაც აქვს USB Host მხარდაჭერა, ანუ შესაძლებელია დავაკავშიროთ ფლეშ მეხსიერებ, გარე მყარი დისკი, მაუსი, კლავიატურა, მეორე სმარტფონი და სხვა USB მოწყობილობები. ტექნიკურ მაჩვენებლებთან ერთად უკმაყოფილო არც სმარტფონის ვიზუალური მხარით დარჩებით, მითუმეტეს რომ მისი უკანა ხუფი ტყავის ფაქტურითაა დამზადებული, შედეგად სმარტფონი ნაკლებად ცურავს ხელში, ძნელად ჭუჭყიანდება და იკაწრება.

Galaxy J5 Prime-ს საოცრად ერგონომიული და დახვეწილი დიზაინი აქვს. მისი კორპუსი მეტალისაა. საკმაოდ თხელი დიზაინის მიუხედავად (8.1მმ) მისი კამერის მოდული 1 მილიმეტრითაც კი არ არის გამოწეული მთლიანი კორპუსიდან. J5 Prime პირველი სმარტფონია თავის სეგმენტში, რომელსაც აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი. მისი საშუალებით სმარტფონის გამოყენება კიდევ უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელია. Samsung Note აპლიკაციით შესაძლებელია ხატვა და რამოდენიმე ფერის კომბინირება ზუსტად ისე, როგორც ამას მხატვარი აკეთებს ნამდვილ პალიტრაზე. მსგავსი შესაძლებლობა სხვა არცერთი ბრენდის სმარტფონში არ გვხვდება. უახლესი ოპერაციული სისტემის - Android 6.0.1 Marshmallow, 2 GB ოპერატიული მეხსიერების და 4 ბირთვიანი ახალი ტიპის პროცესორის წყალობით Galaxy J5 Prime-ის მუშაობის სიჩქარე ძალიან მაღალია. მისი საშუალებით ნებისმიერი სირთულის აპლიკაციის გაშვება შეგიძლიათ.მობრძანდით სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში და შეარჩიეთ შენთვის სასურველი დიზაინის, ზომისა და მონაცემის 2016 წლის სამსუნგის სმარტფონი და მიიღეთ საჩუქრად აქსესუარი. არ დაკარგო შანსი დარჩე მოგებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42