კონფლიქტები კავკასიაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები ყარაბაღის პრობლემის მაგალითზე
მსოფლიო - 10:10, 27 Nov, 2016     1310

არაზ ასლანლი, აბილხან ისაევი


შესავალი

კავკასიაში არსებული ტერიტორიული პრობლემების მოუგვარებლობა არა მარტო საქართველოსა და აზერბაიჯანს , საერთოდ რეგიონზე ახდენს ზეგავლენას. ჩრდილოეთ კავკასია არ ვითარდება როგორც ტრანზიტული რეგიონი იმის გამო, რომ აქ არსებობს ბევრი ბარიერები მათ შორის ეთნიკური დაპირისპირებები. აქ საუბარია არამარტო ენერგო რესურსების საერთაშორისო ბაზარზე გაყვანაზე არამედ საერთოდ ტრანსპორტირებაზე. ჩრდილოეთ კავკასიაში ეთნიკური დაპირისპირება რეგიონის შიგნით თანამშრომლობას სერიოზულად უქმნის ბარიერს. ეთნიკური დაპირისპირებები ხელს უშლის საერთოშორისო ინვესტიციის მოზიდვას ჩრდილოეთ კავკასიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებული საგარეო პოლიტიკით ეს ბარიერიგარკვეულწილად გადალახა. ცხადია, რომ დაპირისპირებების მოგვარება უფრო მედ შესაძლებლობებს შექმნისრეგიონში საერთოაშორისო ინვესტიციის მოზიდვისთვის.

ეს უშლის ხელს ჩრდილო კავკასიის ქვეყნების რესურსების სწორი ფორმით გამოყენებას, ასევე ჩრდილო კავკასიის ეკონომიკური მნიშვნელობის დასუსტების მიზეზი ხდება.

ამ სტატიაში განვიხილავთ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გავლენას აზერგაიჯანისა და რეგიონის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

აზერბაიჯანმა დაახლოებით 25 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა. ეს ქვეყანა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების მიწურულიდან მეზობელი სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების სამიზნე იყო. ეს პრეტენზიები აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და, ზოგადად, მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. აზერბაიჯანის უახლესი ისტორიის მკვლევრებისა და მეცნიერების მიერ ყველაზე მეტად ყურადღება მახვილდებოდა იმ მომენტზე, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინიციატივები პარალელურად მიმდინარეობდა. დაახლოებით იმავე პროცესის შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთი ქვეყნის - საქართველოს მიმართ. ყარაბაღის პრობლემის მეორე მხარე, სომხეთიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან ერთად ყოველთვის ცდილობდა, პრობლემა თავის სასარგებლოდ მოეგვარებინა (ტერიტორიების გაფართოება).

ყარაბაღის თემა აზერბაიჯანისთვის და, ვრცელი გაგებით, მთლიანად რეგიონისთვის ქმნის უსაფრთხოების პრობლემას. ამით საფრთხე ემუქრება რეგიონალურ, გლობალურ სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. ყარაბაღის პრობლემა, აგრეთვე, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და განვითარების თვალსაზრისით შეიცავს რისკებს. სომხეთი და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ყარაბაღის პრობლემის მოუგვარებლობის უარყოფით გავლენას მუდმივად განიცდის.


ყარაბაღის პრობლემით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური და სხვა შედეგები

ყარაბაღის პრობლემით გამოწვეულ შედეგთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ორივე ქვეყნის მოქალაქეთა მსხვერპლი. სომხეთის თავდასხმებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მოპოვება ძნელია, რადგან ოკუპაცია ამჟამადაც გრძელდება. გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ არსებული მდგომარეობის შეფასების საშუალება.

მხოლოდ შუშის ოკუპაციის დროს, 1992 წელს, აზერბაიჯანს 500-მდე მსხვერპლი ჰქონდა, დაიჭრა 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, მძევლად აყვანილ 58 ადამიანის შესახებ დღესაც არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. 22 ათასი ადამიანი ლტოლვილია. განადგურებულია 279 რელიგიური, ისტორიული თუ კულტურული ძეგლის, სკოლისა და ბიბლიოთეკის, გალერეების, მუზეუმების (შუშის სახელმწიფო მუზეუმისა და ყარაბაღის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ჩათვლით, სადაც ხუთასამდე ნაწარმოები იყო წარმოდგენილი), სასაფლაოების, კულტურის სახლების დიდი ნაწილი. სომხეთის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება ჰააგის 1954 წლის კონვენციას „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ღირებულებების დაცვის შესახებ“, ასევე ეწინააღმდეგება იუნესკოს 1972 წლის კონვენციას.

ზოგადად აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის დროს აზერბაიჯანის მხარემ დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი დაკარგა, 50 ათასზე მეტი დაიჭრა, 5 ათასამდე მოქალაქე ტყვედ აიყვანა სომხეთმა, რომელთა შორის 51 ბავშვია (17 მცირეწლოვანი გოგონა), მათი უმრავლესობის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი. დადგენილია, რომ სომხეთის მხარემ 451 დატყვევებული ადამიანი, მათ შორის 86 ქალი (ზოგი ორგანოებით ვაჯრობის მიზნით) მოკლა. 1 მილიონამდე აზერბაიჯანელი ლტოლვილია. განხორციელდა 373 ტერაქტი. შედეგად, დაიღუპა 1200 ადამიანი, დაიჭრა _ 1705. ოკუპაციის დროს და მას შემდეგ 900-ზე მეტი დასახლება დაინგრა. დაიწვა და განადგურდა 4366 სკოლა, საავადმყოფო, კულტურის ცენტრი, ძეგლი, თეატრი, კინოთეატრი და მსგავსი დაწესებულება. ასეთივე ბედი ეწია 927 ბიბლიოთეკაში 4,6 მილიონ წიგნსა და ძვირფას ისტორიულ ხელნაწერს.

ოკუპაციის შედეგად აზერბაიჯანისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დათვლა საკმაოდ ძნელია. ერთის მხრივ, სომხეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე კონტროლისა და შემოწმების არარსებობა, მეორეს მხრივ, ოკუპაციის გაგრძელება აძნელებს ზარალის დადგენას. ოკუპაციის დროს პირად ქონებასთან ერთად დაზარალდა სახელმწიფო ქონება, სამრეწველო ობიექტები. ოკუპაციამდე, ოკუპაციის დროს და ოკუპაციის შემდეგ განადგურდა და დაიწვა ბევრი ტყე (ამის შესახებ ფაქტები ევროკავშირისა და გაეროს გადაწყვეტილებებშია წარმოდგენილი). რეგიონი ეკოლოგიური თვალსაზრისით „კატასტროფის ზონას“ ჰგავს. სწორედ ამიტომ ოკუპაციის შედეგების გამოთვლისას ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამენ. სხვადასხვა შეფასების მიხედვით, მე-20 საუკუნის დასაწყისსა და დასასრულს სომხეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად აზერბაიჯანისთვის მიყენებული ზარალი დღევანდელი ფასებით 350-431 მილიარდი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ოკუპაციით დაზარალებული მხოლოდ აზერბაიჯანი არ არის. ოკუპაცია აზერბაიჯანის სომხური წარმოშობის მოქალაქეების ჩათვლით მთლიანად რეგიონზე უარყოფითად მოქმედებს. ხშირად დღის წესრიგში დგება საკითხი აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობის მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. სომხეთის მედიაშიც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ, თითქოს, ხელოვნური ცხოვრებაა და ხალხი იძულებით რჩება იქ.

ყარაბაღის პრობლემა კავკასიის რეგიონში და რეგიონის გავლით ჩატარებული მნიშვნელოვანი პროექტების მარშრუტზე ახდენდა და ახდენს გავლენას. პრობლემის ფარგლებში ახალი ომის დაწყების რისკი უარყოფითად მოქმედებს ახალ პროექტებზე.


შედეგი

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის ისტორია 200 წელზე მეტს ითვლის, დღევანდელი ბუნებით ყარაბაღის პრობლემა მე-20 საუკუნის დასაწყისსა და დასასრულს მომხდარი ამბების შედეგია. კერძოდ, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარალელურად გაზრდილი ყარაბაღის პრობლემის სამიზნე იყო არა მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, არამედ დამოუკიდებლობა.

ყარაბაღის პრობლემა აზერბაიჯანისთვის დიდი ადამიანური და ეკონომიური დანაკარგის მიზეზი გახდა. განადგურდა აზერბაიჯანის ისტორიული, რელიგიური და კულტურული ქმნილებები, ასევე ძველი და ახალი დროის სასაფლაოები, მუზეუმები. ოკუპაციის პროცესმა და, კერძოდ, ხოჯალოს გენოციდმა აზერბაიჯანელებზე მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. 1 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ჯერ კიდევ ლტოლვილია. მათ დიდი ხანია ჩამორთმეული აქვთ მთავარი უფლება.

ყარაბაღის პრობლემა ზოგადად კავკასიისთვის და კერძოდ აზერბაიჯანისთვის „წყაროს დაკარგვის“ მიზეზი იყო. აზერბაიჯანი იძულებული გახდა, დამოუკიდებლობის პერიოდში თავისი წყაროები გამოეყენებინა სომხეთის ოკუპაციის წინაშე თავდაცვის მიზნითა და ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად. მაშინ როცა, ამ წყაროების გამოყენება შეიძლებოდა სხვა მიზნების (საკუთარი და რეგიონალური კეთილდღეობის) განსახორციელებლად. ყარაბაღის პრობლემით დაზარალებულია აგრეთვე სომხეთის სახელმწიფო, სომხეთის მოსახლეობა და სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სომხებიც.

ყარაბაღის პრობლების სამართლიანად და დროულად მოგვარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპაციის ზემოთაღნიშნული შედეგები გაგრძელდება და კვლავ დარჩება ომის დაწყების რისკი. ამ რისკში კი შედის წინა ომთან შედარებით უფრო დიდი ომის დაწყების ალბათობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42