2017 წელს ისრაელი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინას უშვებს - მსოფლიო გამარჯვებას ზეიმობს
ეს საინტერესოა - 16:58, 27 Nov, 2016     248638
ებრაულმა ბიოტექნიკურმა კომპანიამ შეიმუშავა ინოვაციური თერაპიული ვაქცინა სიმსივნით დაავადებულთათვის, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების რეციდივის 90%-ის თავიდან აცილება.

ამჟამად ვაქცინა კლინიკურ გამოცდას ებრაულ საავადმყოფო ,,ჰადასში“ გადის.

2017 წელს ვაქცინა ალბათ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდება და მას არა მხოლოდ ონოკოლოგურ დაავადებათა მკურნალობის, არამედ მისი თავიდან აცილების საშუალებადაც გამოიყენებენ.

ვაქცინა განკუთვნილია სისხლის კიბოს წინააღმდეგ, უფრო ზუსტად კი მრავალჯერადი მიელომის დროს. თუ პრეპარატი იმოქმედებს ისე, როგორც მისგან ელიან, იგი შესაძლებელი იქნება გამოიყენონ სიმსივნის ყველა ცნობილი დაავადების 90%-ის შემთხვევაში. მათ შორის, პროსტატის, სარძევე ჯირკვლის, სოლიდური და არასოლიდური სიმსივნის დროს.

როდესაც ადამიანს სიმსივნე ემართება ორგანიზმმა ,,იცის“ რომ ის არასწორად ფუნქციონირებს. თუმცა, იმუნური სისტემა ვერ იგებს თუ როგორ დაიცვას თავი სიმსივნისგან. დაახლოებით იმ ფორმით, როგორც ის ამას აკეთებს ინფექციის ან ვირუსის დროს. ეს იმის გამო ხდება, რომ სიმსივნის უჯრედები თავად ორგანიზმის უჯრედებია, რომლებმაც არასწორი განვითარება დაიწყეს. ამასთან, როგორც ცნობილია, კიბოთი დაავადებულის ორგანიზმის იმუნური სისტემა ძლიერ დაქვეითებულია როგორც თავად დაავადებით, ასევე მკურნალობის შედეგად.

ახალი ვაქცინის მოქმედების იდეა იმუნური სისტემის აქტივიზაციისთვისაა განკუთვნილი, რითაც ხდება მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ მისი მობილიზება.

ტრადიციული ვაქცინა ეხმარება ორგანიზმს, თავი დაიცვას უცხო წარმოშობის შემოტევისგან როგორიცაა ბაქტერიები და ვირუსები. ვაქცინა შეყავთ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ჯერ დაავადებული არ არიან. თერაპევტული ვაქცინები კი შეყავთ დაავადებული ადამიანის ორგანიზმში და ისინი მოქმედებენ, როგორც წამლები.

ინოვაციური ვაქცინა მოქმედებს იმუნური სისტემის აქტივაციის მეთოდით და ასწავლის T უჯრედებს მოძებნოს და გაანადგუროს უჯრედები, რომელიც შეიცავს MUC 1 მოლეკულას, რომელიც, როგორც წესი მხოლოდ კიბოთი დაავადებულ უჯრედებში გვხვდება.

ლეიკემიის, ლიმფომის, მელომის და სხვა კიბოს დაავადებათა 90% უჯრედებისა სწორედ MUC 1-ს შეიცავს.

სიმსივნე, რომელიც უკვე დაგვიანებულ სტადიაშია, კვლავ საჭიროებს ქიმიოთერაპიას ან ქირურგიულ ოპერაციას, მაგრამ თუ ზომა სიმსივნის შემცირდა, ე. ი. ორგანიზმს შეუძლია ებრძოლოს მას. ასეთ შემთხვევაში, ახალი ვაქცინა განიხილება, როგორც ხანგრძლივი მოქედების ხერხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რეციდივი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42