კალიფორნიაში მოქმედ სამ მეჩეთში მუქარის შემცველი წერილები მივიდა, რომელშიც შტატის მუსულმანებისაგან გაწმენდას აანონსებენ.
Los Angeles Times-ის ცნობით, წერილები დასატაურებულია ფრაზით "სატანის შვილებს", ხოლო მათ ხელს ორგანიზაცია "ამერიკელები ნათელი მომავლისთვის" აწერს ხელს.
"ჩვენ ახალი შერიფი გვყავს - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. იგი ამერიკის გაწმენდას აპირებს, რათა ჩვენი ქვეყანა კვლავ გაბრწყინდეს," - აღნიშნულია წერილში.
ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს ხელმძღვანელი ქალბატონი ჰუსსამ აილუშ აცხადებს, რომ ეს წერილები ჩრდილს პირველ რიგში ამერიკულ ფასეულობებს აყენებს.
"მე არ ვადანაშაულებ დონალდ ტრამპს, რომ ის ხალხს რასიზმისკენ უბიძგებს, მაგრამ ფაქტია, რომ მის დროს ეს ნორმად იქცა. შევახსენებ მას, რომ იგი ყველა ამერკელის პრეზიდენტია," - აცხადებს იგი.
მასალის გამოყენების პირობები






