აშშ-ს ვისკონსინის შტატის საარჩევნო კომისია თანახმაა, რომ მოხდეს 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების ხელახალი გადათვლა. სავარაუდოდ ეს პროცესი დეკემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.
ხელახალი გადათვლის მოთხოვნა აშშ-ს მწვანეთა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯილ სტეინმა წარადგინა.
სტეინმა ანალოგიური მოთხოვნით მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატების საარჩევნო კომისიასაც მიმართა. მისი განცხადებით, მან ეს შტატები იმის გამო აირჩია, რომ მისი შედეგები ეგზიტპოლების შედეგებისგან განსხვავდებოდა.
შეგახსენებთ, რომ ვისკონსინს 10 წევრი ჰყავს საარჩევნო კოლეგიაში, პენსილვანიას - 20, მიჩიგანს - 16. არჩევნებში დონალდ ტრამპმა 290 ხმა დააგროვა, ხოლო ჰილარი კლინტონმა - 232. თუ ზემოაღნიშნული შტატებში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად კლინტონი გაიმარჯვებს, მაში აშშ-ს პრეზიდენტი ის გახდება.
მასალის გამოყენების პირობები






