ფიდელ კასტრო, კუბის რევოლუციონერი ლიდერი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია კუბის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას კუბის ყოფილი ლიდერის ძმამ, რაულ კასტრომ მიაწოდა.
რევოლუციონერი ლიდერი, მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მმართველი, 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. 1953 წელს მან მონაწილობა მიიღო კუბის იმ დროინდელი დიქტატორის მმართველობის შეცვლის წარუმატებელ მცდელობაში. აღნიშნული მცდელობა რევოლუციონერების დაპატიმრებით დასრულდა. სასამართლო პროცესის დროს კასტრომ განაცხადა: „ისტორია მე გამამართლებს“, თუმცა, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1955 წელს იგი იმნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
1956 წელს კასტრომ ერნესტო ჩე გევრასთან ერთად პარტიზანული ომი დაიწყო. რომლის შედეგადაც 1959 წლის პირველ იანვარს აჯანყებულებმა კუბის დედაქალაქი ჰავანა დაიკავეს. კასტრო ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მისი ძმა რაული კი კუბის შეიარაღებული ძალების უფროსი გახდა.
2006 წელს ფიდელ კასტრო ჯანმრთელობასთან დაკავშრებული სერიოზული პრობლემების გამო, თანამდებობიდან გადადგა.
მასალის გამოყენების პირობები






