„შავი პარასკევი“ - მშიერმუცელა ხალხი და მუქთამჭამელი პოლიტიკოსები, ანუ როგორ გადაარჩინა ბიუჯეტმა თოფაძის პარტია
პოზიცია - 16:29, 25 Nov, 2016     7962
„ნიუპოსტი“ იწყებს ახალ რუბრიკას - „შავი პარასკევი“, რომელშიც აქცენტს კვირის მნიშვნელოვან ამბებზე გავამახვილებთ და განსხვავებულ აქცენტებს დავსვამთ. მოკლედ, ყოველ პარასკევს დაელოდეთ „შავ პარასკევს“ და წაიკითხეთ და გაიგეთ ის, რასაც სხვაგან ვერ წაიკითხავთ!

ხელისუფლების შეცვლიდან მეხუთე „გასაოცარ წელს“ მსოფლიოს „შესაშური“ დემოკრატიით ვაოცებთ. არ გჯერათ? - ახლავე დაგიმტკიცებთ: ცეკო-ს გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, „კვალიფიციური სუბიექტის“ სტატუსი 20 პარტიას მიენიჭია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი 4 წლის მანძილზე, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სახელმწიფო ბიჯეტიდან დაფინანსებას 20 პარტია მიიღებს. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, მშიერმუცელა მოსახლეობას 20 პარტიის, მინიმუმ, ე.წ. ლიდერის მუქთად ჭამა-სმა და გამოკვება მოუწევს! ახლა, არ იკითხავთ, ეს „პლიტიკური მუქთამჭამელები“ ვინ არიან? აი, მათი ჩამონათვალიც: „ქართული ოცნება“, „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ტრადიციონალისტები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „ევროპული საქართველო“, ბურჭულაძის „სახელწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.

ხმას არავინ ამოიღებდა, ფული, რომელსაც ეს პარტიები მიიღებენ, ბიუჯეტიდან რომ არ გაიცემოდეს. პარტიების სახელმწიფო დაფინანსება, მეტ-ნაკლებად, მაშინაც მისაღები და გასაგები იქნებოდა, ზემოჩამოთვლილ ყველა პარტიას, მინიმუმ, სამპროცენტიანი ბარიერი რომ გადაელახა, მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გაუგებარია, რატომ უნდა იცხოვროს ხალხის ხარჯზე და კისერზე, მაგალითად, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ“? - რა, ამ პარტიიის მესვეურები - გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე ისე უქონელები არიან, რომ თუ სახელმწიფო ბიუჯეტი „გროშებს“ არ მისცემს, შიმშილით სული ამოსძვრებათ? ამასაც თავი რომ დავანებოთ, იგივე „მრეწველებმა“ 8 ოქტომბერს, 3-ს ვინ ჩივის, ერთპროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახეს. ჰოდა, მამაძაღლი, ბნელა თუ მართლაც, ისეთ დემოკრატიულ და პლურალურ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომ მხოლოდ მსოფლიოს კი არა, მზის სისტემის ყველა პლანეტას გავაოცებთ?

ისე, პრეზიდენტის მრჩეველმა და საია-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა კოჟორიძემ ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოსწრებულად იხუმრა, „მრეწველობამ“ ვერ გადაარჩინა საქართველო, მაგრამ საქართველომ გადაარჩინა „მრეწველებიო“!

ახლა, შეიძლება, ვიღაც ოხერი გამოხტეს და წამოგვაძახოს, რა შურიანები ხართ - სხვისი კარგად ცხოვრება არ გიხარიათ, თან „ოცნებას“ რას ერჩით, პარტიების დაფინანსების ეს წესი „ნაციონალებმა“ დაამკვიდრესო. დიახ, თავის დროზე „ნაციონლებმა“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი ისე „გააშალაშინეს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა და მან ან საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 3% ან 3%-ზე მეტი მიიღო (სუბიექტი თავად ირჩევს, რომელი არჩევნების შედეგების მიხედვით მიიღოს დაფინანსება).“

კანონის თანახმადვე, საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობის კომპონენტისგან.

ეს „საბაზო დაფინანსება“ კი, მართლა „გროშები“ კი არა, 300 000 ლარია. გარდა ამისა, საბაზო დაფინანსებას ემატება თანხა, რომელიც ითვლება პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობისა და არჩევნებში მიღებული ხმების ოდენობის მიხედვით. ამასთან, პარტია, რომელსაც პარლამენტში ფრაქცია ექნება, დამატებით 300 000 ლარს კიდევ მიიღებს. აი, როგორც იტყვიან, ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამარხული, ანუ როგორც ცნობილია, საპარლამენტო ფრაქცია „მრწეველებსაც“ ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ თოფაძემ, რომელიც პირწავარდნილი ანტინატოელი და ანტიევროპელია, პარლამენტში მხოლოდ ერთი მაჟორიტარის გაყვანა მოახერხა. ხაშურელთა რჩეული სიმონ ნოზაძე, რომელიც უშიშროების კადრია, მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ფრქციის თავმჯდომარის რანგში იმოღვაწევებს და პარტიას 300 ათასსაც „ჩაახუტებს“. ისე, საინტერესოა, ვინ არის ის 5 „ოცნებელი“, ვინც მშობლიური პარტია „მამლის პირველ ყივლამდე“ უარყო და „მრეწველ“ ნოზაძეს დაუბლოკდა? ცნობისთვის: საპარლამენტო ფრაქცია რომ შეგდეს, მინიმუმ, ექვსი კანონდებელია საჭირო.

ამ ქვეყანაში არ ბნელა და ბუნებრივია, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშია, ანუ თოფაძე „თვალს მოარიდეს,“ მაგრამ სამაგიეროდ, საპარლამენტო ტრიბუნა მისცეს და საბიუჯეტო ფულიც. სწორედ ამიტომაც, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სასამართლოს მიმართეს და თოფაძის „გაფულიანება“ გააპროტესტეს. წესით, პროტესტი მხოლოდ „თავისუფალ დემოკრატებს“ კი არა, ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს, რადგან საქართველოში პოლიტიკით ფულის კეთების დრო, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს!

რაც შეეხება კანონს, „ოცნებას“ რომ სდომებოდა, გასული ოთხის წლის განმავლობაში მარტო პარტიების დაფინანსების კი არა, სხვა უსამართლო კანონების გამოსწორებაც შეეძლო. ავიღოთ, მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსი, რომელშიც დღემდე არსებობს ჩანაწერი, რომ ადამიანის დაჭერა ცრუ დასმენითაც შეიძლება.

სხვათა შორის, ეს „ნოვაციაც“ „ნაციონალებმა“ დანერგეს, მაგრამ მისი ანულირება ხელისუფლების სათავეში სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოსულ „ოცნებას“ ზრდილობისთვისაც არ უცდია. ჰოდა, როგორც ამას წინათ, ერთმა ნაცნობმა ადვოკატმა მითხრა, ცრუ დასმენით ხალხს დღესაც იჭერენ. ასე, მაგალითად, ახლახან, ერთი ბიზნესმენი, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონია, გლეხებისგან ყურეძენი შეესყიდა, სწორედ ამ მუხლით დაუჭერიათ და „ვირის აბანოში“ გაუშვიათ, აქაოდა, გვაქვს ინფრომაცია, რომ გლეხების „გადაგდებას“ აპირებ, ანუ ყურძნის საფასურს არ გადაუხდიო. არადა, როგორც ადვოკატი ამბობს, ყურძნის რეალური შესყიდვა ჯერ დაწყებულიც არ ყოფილა და ბიზნესმენი გლეხებთან მხოლოდ მოლაპარაკებას მართავდა, თუ შევთანხმდებით და თქვენგან ყურძენს „ავიღებ,“ საფასურს მას შემდეგ გადაგხიდით, რაც ყურძენს დავწურავ, ბადაგი დაღვინდება და ღვინის რეალიზებას დავიწყებო (ამ თემაზე „ნიუპოსტი“ ვრცელ მასალას მოგვინებით შემოგთავაზებთ).

ისე, ალბათ, ისიც ბედის ირონიაა, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, ქართველი პოლიტიკოსები - პარლამენტარები თუ მინისტრები იმის გარკვევით არიან დაკავებულები, ყმაწვლქალობაში ვინ წიგნებს კითხუობდ, ვინ ძველბიჭობდა და ვის რა „კლიჩკა“ ჰქონდა, მაგრამ რას ვზამთ: ეს ხომ ჩვენი საქართველოა?!

ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42