დაახლოებით 40 წუთის წინ რუსთაველის გამზირზე შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. აქციის მონაწილეები სავარაუდოდ ,,იდენტობის" ოფისისკენ დაიძრნენ.
როგორც ისინი ამბობენ, აქვთ ინფორმაცია, რომ პოლიციამ "იდენტობის" წევრებმა და ლგბტ აქციის მხარდამჭერებმა მთაწმინდაზე რამდენიმე შენობას შეაფარეს თავი. ანტიაქციის მონაწილეთა ნაწილი ალექსანდროვის ბაღშია შეკრებილი, იქ ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები იმყოფებიან, რომელთაც ჰომოფობიის აქციის გამართვის მოწინააღმდეგეები კოლმეურნების მოედნიდან მოსდევდნენ, დაპირისპირება ალექსანდროვის ბაღში ამ დრომდე ვერ განიმუხტა.
რუსთაველზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული, დაშავებულებს ადგილზე უტარდებათ პირველადი სამედიცნო დახმარება.
აქციის მონაწილეებმა კოლმეურნეობის მოედნიდა ორთაჭალამდე, რესტორან ,,კრწანისამდე" სდიეს, შემდეგ კი უკან მობრუნდნენ ,რადგან გზად პოლიციამ მოახერხა და ფონიჭალაში, ქალაქგარეთ, ფონიჭალის ტერიტორიაზე ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს "იდენტობის" წევრები, ლგბტ პირები და აქციის სხვა მონაწილეები.
დაზიანებულია ყვითელი ავტობუსები, რომელთაც ლგბტ აქციის მხარდამჭერები გადაჰყავდათ, მათ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვის მოწინააღმდეგეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე ქვები დაუშინეს. დაზიანდა მანქანები, რომლებიც პარკირების ადგილზე იდგნენ. სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების ცნობით, აგრესიული მოქალაქეები ჯოხებით დარბოდნენ, მაღაზიებში შედიოდნენ და ლგბტ პირებს ეძებდნენ.
კოლმეურნეობისმოედანზე დაპირისპირებისას 15 ამდე ადამიანია დაშავებული, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფეხი აქვს მოტეხილი და ე. წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებულთა ნაწილი გადაყვანილია სამედიცინო დახმარების პუნქტებში. დაშავებულთა შორის ჟურნალისტებიც არიან. სასტიკადაა ნაცემი "ნიუპოსტის" კორესპონდენტი თინა თაყაძე, დაშავდა რადიო "ფორტუნას" ჟურნალისტი ხატია კალანდაძე.
დაპირისპირების დროს დაშავდნენ პოლიციელები. ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა გართულდა და კოლეგებმა იგი პირველი დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები






