25 ნოემბრის ანონსი
ანონსი - 20:10, 24 Nov, 2016     1566

09:30 საათზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს შესყიდვების განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სემინარი სახელწოდებით „How to Make Business with UN“ გაიმართება.

სემინარის მიზანია ადგილობრივ ქართულ კომპანიებს გააცნოს და მიაწოდოს ინფორმაცია გაერო-ს სისტემაში არსებული შესყიდვების პროცედურების შესახებ.

10:30 საათზე - სასტუმრო “ფაბრიკაში” გაიმართება საჯარო ლექცია “მარკეტინგის ახალი პარადიგმა და სოციალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობები”, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისოდ ცნობილი ექსპერტი კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში თომას ქოლსთერი (დანია).

მისამართი: ეგნატე ნინოშვილის ქ. #8

10:30 საათზე - სასტუმრო „ბილტმორში“ „ტერაბანკი“ საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ტერაბანკს“ რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის სარჩელი სასამართლოში შეაქვს და ბანკის მიმართ შემუშავებული უკანონო სქემის დეტალებს ასაჯაროებს.

მისამართი: რუსთაველის გამზ. #29

საკონტაქტო პირი ნუკა ბარბარე ჩოხელი - 557 534 435

10:30 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, რატომ იწუნებს მას საკრებულო, რა შენიშვნებით დაუბრუნდა მერიას და არსებობს თუ არა შენიშვნების შესწორების შესაძლებლობა; ადმინისტრაციული ხარჯები.

მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565


10:30 საათზე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასააჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე და სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ჭახრაკია წარმოადგენენ.

მისამართი: Radisson Blu Iveria Hotel, Ballroom 1

საკონტაქტო: რუსკა ჭაბუკიანი 599564220

11:00 საათზე - სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

მისამართი;ნ. რამიშვილის ქუჩა #6


11:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საპარლამენტო სტრუქტურები და არსებული დაპირისპირება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებთან დაკავშირებით; ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო ძალების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565


12:00 საათზე - ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00 საათზე - ,,თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში ( ზანდუკელის #7) პარტიის ლიდერები ბრიფინგს გამართავენ.

12:00 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს და დაბრუნებული მიგრანტების უფასო იურიდიული პროექტის პრეზენტაციას წარმოადგენს.

მისამართი: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქუჩა #6

საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ზოიძე, 599 291202

13:00 საათზე - ქალთა მოძრაობის ორგანიზებით იმართება აქცია-მარში, თავისუფლების მოედნიდან თაბუკაშვილის 27 ნომერში მდებარე პოლიციის ოფისამდე.

ქალის კაბებით დროშებზე, აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ქალთა მიმართ ძალადობას საქართველოში.

საკონტაქტო პირი: ბაია პატარაია 995 577 111817


13:00 საათზე- თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში „აუდიტორია 115“ უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებს აქციაზე გააპროტესტებს.


14:00 საათზე - პარლამენტში (ქუთაისში, სხდომათა დარბაზში) საპარლამენტო უმცირესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები მთავრობის წევრებს მოუსმენენ

14:00 საათზე - საპარლამენტო უმცირესობის სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი


14:00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო შეხვედრას გახსნის.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #33, (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“)

საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009


15:00 საათზე - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამართავს საჯარო დებატებს თემაზე „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“

მისამართი: თელავი, უნივერსიტეტის ქუჩა#1


15:00 საათზე - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საჯარო დებატებს გამართავს.

თემა: „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“.

მისამართი: თელავი, უნივერსიტეტის ქ. #1


16:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

21:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი


17:00 საათზე - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინა ოგანოვას ნამუშევრების ფოტოგამოფენა „გოგონა დაიბადა“ გაიხსნება.

მისამართი: შ. დადიანის ქ. 2/1 (თავისუფლების მოედანი 1)

საკონტაქტო პირი სალომე ბენიძე - 577 211 300

18:30 საათზე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გამოფენა, სახელწოდებით „კავკასიის გავლით" გაიხსნება.

მისამართი: სიონის ქ. #8





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42