მისი თქმით, ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული აზრის გამოხატვის უფლება და დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა ასეთი ტიპის აქციის მონაწილეთა მიმართ.
,,საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და აღიარებულია ყველა ადამიანის უფლება, რომ შეიკრიბოს როგორც შენობაში, ისე გარეთ და ნებისმიერ თემაზე და თავისი პროტესტი და აზრი დააფიქსიროს. დღევანდელი აქცია ეხება იმას, რომ აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ამ კატეგორიის ადამიანებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს. ეს არის მათი უფლება აღიარებული საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით. ცხადია მეორე ჯგუფსაც აქვს უფლება შეიკრიბონ და გააპროტესტონ სხვადასხვა აზრი, მაგრამ ეს პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაჯდეს კანონის ჩარჩოებში, აუცილებელია, რომ არ განხორციელდეს ძალადობა და ჩვენ, საზოაგდოებამ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც კონსტიტუცია და კანონმდებლობა გვავალდებულებს", - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






