ტერაბანკის კაპიტალი 10 მილიონი ლარით გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:12, 24 Nov, 2016     1976
22 ნოემბერს ტერაბანკის აქციონერთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილებით ბანკის სააქციო კაპიტალი 10 372 000 ლარით გაიზარდა. აქციონერთა გადაწყვეტილება საქართველოში ინვესტიციის მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისინი საქართველოში ბიზნესსაქმიანობას გრძელვადიანი პერსპექტივით განიხილავენ და დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყანასთან ბიზნესურთიერთობის გაღრმავებით.

„მივესალმებით აქციონერთა გადაწყვეტილებას, ვინაიდან, მათი ნდობა ჩვენი საქმიანობის მიმართ ძალიან დასაფასებელია. კაპიტალის მოცულობის ზრდა, ბუნებრივია, სასიკეთოდ აისახება ტერაბანკის მომხმარებლებზე. გაზრდილი კაპიტალი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ დაკრედიტება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რაც ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.“ - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი - თეა ლორთქიფანიძე.

22 ნოემბრის ხელმოწერით აქციონერებმა ტერაბნკის საერთო ინვესტიციის მოცულობის ზრდა დაადასტურეს და ამ დროისთვის ბანკის განაღდებული კაპიტალი 121 372 000 ლარს შეადგენს.

ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. იგი შედის მძლავრ არაბულ საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფში“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მრავალპროფილურ ბიზნესს ფლობს: ტურიზმის ინდუსტრია, უძრავი ქონება, დეველოპმენტი, წარმოება, საბანკო და ფინანსური მომსახურება, საზღვაო ჭაბურღილები და ა.შ. „დაბი ჯგუფი“ ორიენტირებულია, მძლავრი ფინანსური რესურსითა და მართვის გამოცდილებით გააფართოოს ინვესტიციები ფინანსურ საქმიანობაში, მათ შორის - საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42