ანა ფრანკის ხელნაწერი ლექსი აუქციონზე 140 ათას ევროდ გაიყიდა
მსოფლიო - 12:38, 24 Nov, 2016     4068
ნიდერლანდებში, აუქციონზე ანა ფრანკის ხელნაწერი ლექსი 140 ათას ევროდ გაიყიდა.
ანა ფრანკმა ლექსი მისი სკოლის მეგობრის დას, კრისტიანა ვან მაარსენს მიუძღვნა. რვა სტრიქონისგან შემდგარი ლექსი 1942 წლის მარტით არის დათარიღებული და მანამარისდაწერილი, ვიდრე მისი ოჯახი იძულებული გახდებოდა, ნაცისტებისგან თავის გადასარჩენად ამსტერდამში, საიდუმლო ბინაში დამალულიყო.



15 წლის ებრაელი გოგონა ანა ფრანკი, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ანას მამამ ოტო ფრანკმა, გოგონას დღიური წიგნად გამოსცა. სწორედ "ანა ფრანკის დღიურებმა" ახადა ფარდა ფაშიზმის სისასტიკეს. წიგნი რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ. ანამ დღიური საჩუქრად სწორედ მიიღო მამამისისგან, რომელიც დაიმეგობრა და მას კიწი (ქითი) უწოდა. ანა ფრანკი გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. დაიღუპა მისი დაც, რომელიც 2 წლით იყო მასზე უფროსი. აღსანიშნავია, რომ ანამ შეიძინა მეგობარი პიტერი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა. პირველი სიყვარულიც მაშინ მოვიდა. ანა ფრანკს კი ამ ლამაზი სიყვარულიდან შემორჩა პირველი კოცნა და ტკბილი მოგონებები. ცნობილია, რომ ანას დედა თვითონ უარს ამბობდა საკუთარ საკვებზე, რათა თავისი შვილებისთვის გაენაწილებინა. როგორც მოწმეები აცხადებენ, ანას და მის დას ერთ ბნელ ოთახში უწევდათ ცხოვრება. იყო საშინელი სიბინძურე. ცოცხალი მხოლოდ ანას მამა გადარჩა. თავის დღიურში ანა ფრანკი მოგვითხრობს, თუ როგორ იყვნენ შევიწროებულნი ებრაელები ნაცისტებისგან. ებრაელებს ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიარული. მათ აიძულებდნენ მკერდზე ეტარებინათ ვარსკვლავი. ფაშისტების სოციალური გეგმის ნაწილი იყო ებრაელი ერის მოსპობა. ანა ფრანკი თვითონ იყო მოწმე, როგორ გაჰყავდათ თავისი მოძმენი საკონცენტრაციო ბანაკებში, საიდანაც ისინი აღარ ბრუნდებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42