როგორც „როიტერსი“ იტყობინება, აღნიშნული პასუხის ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვა, იმ ბრალდებებზე, რომ სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სახელმწიფო შესყიდვების რეგულაციები კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დაირღვა.
ფიკო ცნობილია მედიის იმ წარმომადგენლებთან ცუდი ინფორმაციით, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ.
ოთხშაბათს, ყოველკვირეულ პრსკონფერენციაზე ფიკოს გაბრაზება Transparency International -ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სუზანა ჰლავკოვას კითხვამ გამოიწვია.
„ზოგიერთი თქვენთაგანი ბინძური, ანტისლოვაკი მეძავია და მე ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. თქვენ ინფორმაციას კი არ აწვდით, არამედ მთავრობას ებრძვით“ - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.
Transparency International-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში ჩატარებული კონცერტი, რომლის ფარგლებში აღინიშნებოდა სლოვაკეთის თავმჯდომარეობა ევროკავშირში, სახელმწიფო შესყიდვების გარეშე ჩატარდა, ხოლო საორგანიზაციო ხარჯებიკი იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს საჭირო იყო.
მასალის გამოყენების პირობები






