საპარტნიორო ფონდში პროექტ Gino Green City-ის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:21, 24 Nov, 2016     1520
კომპანია Gino Invest-მა საპარტნიორო ფონდში პროექტ Gino Green City -ის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. Gino Invest- ის პოტენციური პარტნიორი კომპანიის Ramboll-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს პროექტის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს.

საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრაზე Tbilisi eco green city პროექტის განხორციელების პროცესში მწვანე ენერგიის გამოყენების კუთხით მსოფლიოში ცნობილი Ramboll group company -ის ჩართულობის საკითხი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით Gino green city corporation-ი Gino green city-ის მშენებლობას იწყებს. პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც რეკრიაციული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლები განთავსდება. პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და Gino green city corporation შორის პარტნიორთა შეთანხმება სექტემბერში გაფორმდა.

პარტნიორთა შეთანხმების ფარგლებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში პირველი, თანამედროვე ტიპის ეკო ქალაქი - Tbilisi eco green city აშენდება. საინვესტიციო გეგმებში შედის ასევე გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა Gino green city-ის შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სავადმყოფოს და ა.შ. 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.

Gino green city corporation სლოვაკურმა კომპანია Gino invest-მა დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.

ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამოდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს Gino invest-ის მიერ საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ფონდის ხელმძღვანელი სლოვაკეთში ბიზნეს, საბანკო, საფინანსო და საპროექტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

Gino invest-ის ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან რამოდენიმე წელია თანამშრომლობს. ფონდმა ბიზნეს ჯგუფთან ერთად 2013 წელს ახალციხეში, ისტორიული რაბათის ტერიტორიაზე სასტუმრო Gino welness rabati გახსნა, რომელიც სამცხე - ჯავახეთის რეგიონში წარმატებით ოპერირებს. კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტია ასევე Gino peredaiss, აკვაპარკი, რომელიც ამიერკავკასიაში მიჩნეულია როგორც ყველაზე მასშტაბური გასართობი და სარელაქსაციო კომპლექსი. აკვაპარკის საინვესტიციო ვალდებულება 7 მლნ ევროს შეადგენდა, ხოლო ინვესტორის მხრიდან დაიხარჯა 30 მლნ ევრო. Gino invest-მა ახლახანს მცხეთაში, სასტუმრო Gino welness Mtskheta გახსნა. 22 ნომრიანი სასტუმრო განსხვავებული ინტერიერით, სპა და ველნეს მომსახურებით დამსვენებელს ულამაზეს ხედს სთავაზობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42