მომხიბვლელი ცისფერთვალება "ურჩხული" იუბილარია - ვენსან კასელი 51 წლის გახდა (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 16:58, 23 Nov, 2017     15125
ყველაზე მომხიბვლელი ცისფერთვალება ურჩხული დღეს იუბილარია. 23 ნოემბერს ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი 51 წლის გახდა. მისი კარიერია კი უკვე 3 ათეულ წელს და 50-ზე მეტ ფილმს ითვლის . საყოველთაო შეფასებით კასელი უდაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ფრანგ და მსოფლიო მსახიობებს შორის.

კასელი მსახიობ ჟან-პიერ კასელის შვილია და სწორედ მამის საგრიმიოროში აღმოაჩინა მან პირველად კინო. 16 წლის ასაკში ის შეურთდა საცირკო სკოლას ბრიუსელში, ნიუ-იორკის სამსახიობო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი ახალგაზრდა მსახიობი საფრანგეთს დაუბრუნდა და პირველი როლებიც მიიღო.

ყველაფერი კი მათიო კასოვიცთან შეხვედრით დაიწყო: რეჟისორის პირველ ფილმში „მეტისი“ მონაწილეობს შემდეგ 1992 წელს , ვენსან კასელმა მიიღო როლი ფილმში „სიძულვილი“ 1995 წელს, ვინცის როლმა მას ცეზარის ორი ნომინაცია მოუტანა, საუკეთესო იმედისმომცემი მამაკაც მსახიობის და საუკეთესო მსახიობის. სცენა კი სადაც ის რობერტ დე ნიროს „ტაქსისტს“ იმეორებს საკულტო გახდა. მისმა კარიერამ აღმასვლა დაიწყო.

მისმა უნიკალურმა სახემ, გამჭოლმა მზერამ და ჩინებულმა აღნაგობამ ამ ყველაფერთან ერთად კი უდიდესმა სამსახიობო ნიჭმა კასელი მსოფლიო მასშტაბის მსახიობად აქცია და ის წარმატებით თამაშობს ჰოლივუდის ფილმებშიც სტივენ სოდერბერგის „ოუშენის 12 მეგობარი“ 2004 წელს, დარენ არონოვსკის „შავი გედი“ და „ჯეისონ ბორნი“ და ა.შ

ვენსან კასელი პროფესიონალურ დონეზე სწავლობდა ბალეტს 6 წლის განმავლობაში. ასე რომ, როდესაც დარენ არონოფსკიმ მას ქორეოგრაფის როლი შესთავაზა „შავ გედში”, რეჟისორმა იცოდა, რომ ქარიზმასთან ერთად, ვენსანი პროფესიონალურად მიუდგებოდა ცეკვების დადგმის სცენებს. „არასდროს მქონია სურვილი, გამოვსულიყავი პროფესიონალი მოცეკვავე, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ცეკვა მსახიობობაში გამომადგებოდა”.

ვენსან კასელს თავისი ხანგრძლივ ფილმოგრაფიაში ორ ათეულამდე უარყოფითი როლი აქვს შესრულებული. თმაგადახოტრილი ვინცი „სიძულვილში”; თავზეხელაღებული მძარცველი დობერმანი, ამავე სახელწოდების ფილმში; შეშლილი ჯოზეფი „შაიტანში”; განგსტერი ჟაკ მერინი „სახელმწიფოს მტერი ¹1” და სხვა. „რატომ ვირჩევ ბოროტმოქმედების როლებს? იმიტომ, რომ ეს არის რეალური ცხოვრება. კინო – ეს არის ხელოვნება და როდესაც ადამიანი მიდის კინოთეატრში, მან უნდა მიიღოს სიამოვნება და დაივიწყოს პრობლემები. უარყოფითი პერსონაჟის გარეშე კი, დადებითი როლის შემსრულებელი სათანადოდ ვერ გამოჩნდება ეკრანზე.” – ესეც ვენსან კასელის თავისებური ახსნა.

ვენსან კასელი ფლობს ბრაზილიური ორთაბრძოლის სტილის, კაპოეირას ილეთებს, გატაცებულია კრივით, ცეკვითა და სასტენდო სროლით. მერინის როლისთვის მსახიობმა 20 კილოგრამი მოიმატა და თავად მსახიობის თქმით, მსგავს ექსპერიმენტში იგი არასდროს მიიღებს მონაწილეობას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42