"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ასე გამოიყურება ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი. პოლიცია თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს პირებს, რომლებიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ.
იქ, სადაც ლგბტ პირებისა და აქციისადმი სოლიდარული სხვა მოქალაქეების ფლეშ-მობია დაგეგმილი, რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმი გამოჩნდა. ეს მას სემდეგ მოხდა, რაც აქციის მოწინააღმდეგე პირებმა პოლიციელებს ჯებირების განთავსებაში ხელი შეუშალეს.
ბასილ მკალავიშვილი და მისი მომხრეები თავისუფლების მოედანთან ჭინჭრებით ხელში გამოცხადდნენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ საჭირო გახდება, აქციის მონაწილეებს დასუსხავენ: "ყვავილებით ვხვდებით ღმერთის მოყვარულებს, ღვთის მგმობებს კი - ჭინჭრით!", - აცხადებენ ისინი.
ამავდროულად, სასულიერო პირთა ნაწილი შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს ილოცონ, რათა აქციის ორგანიზატორებს "გონება გაეხსნათ".
მასალის გამოყენების პირობები






