ამის შესახებ ტრამპმა New York Times-ის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
წინასაარჩევნო პერიოდში, დონალდ ტრამპი ხშირად აღნიშნავდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იმეილების საქმეზე გამოძიების გააგრძელებდა, რასაც შეიძლება მისი დაპატიმრება მოყოლოდა.
დონალდტ ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობაზეს ისაუბრა და განაცხადა, რომ მას რუსეთის ლიდერთან ურთიერთობის დალაგება სურს, თუმცა მხარს არ უჭერს იმ იდეას, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას „გადატვირთვა“ ეწოდოს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონის მცდელობამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაეუმჯობესებინა მარცხი განიცადა, ის არ გამოიყენებდა ამ ტერმინს.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფიქრობს, რომ მისი სიძე, ივანკა ტრამპის ქმარი ჯარედ კუშნერი შეძლებს წვლილი შეიტანოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების პროცესში, ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






