საქმე ეხება ბრალდებას, რომლის თანახმად, მუჰამედ მურსი ჯაშუშობდა პალესტინური ორგანიზაცია „ჰამასის“ სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
სასამართლომ ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია და საქმე ხელახალ განხილვაზე გადააგზავნა.
თუმცა, ძალაში რჩება 20-წლიანი პატიმრობის სასჯელი, რომელიც მურსის 2012 წელს პრეზიდენტის სასახლეთან აქციის დროს სისხლისღვრის საქმეზე მიუსაჯეს
გასულ კვირას, ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. მას 2013 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების დროს ოპოზიციონერებისა და დემონსტრანტების მკვლელობა ედებოდა ბრალად. გარდა ამისა, ქაიროს სასამართლომ "ძმები მუსლიმანების" სამ ლიდერს სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით სიკდილით დასჯა მიუსაჯა.
მურსი 2013 წლის ივლისში გადააყენეს. იგი პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი. ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ, ექსპრეზიდენტის რამდენიმე მომხრე 2013 წლის შეტაკებების პროვოცირებისთვის სიკვდილით დასაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






