მისი თქმით, პირველი რასაც ინაუგურაციის შემდეგ გააკეთებს, ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან ამერიკის გასვლის პროცედურის დაწყება იქნება.
ტრამპმის თქმით, პარტნიორობა აშშ-სთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს და მისი გაუქმება ახალ სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან აშშ-ის გასვლა ტრამპის საარჩევნო პროგრამის ძირითად პუნქტს წარმოადგენდა. რესპუბლიკური პარტი გამუდმებით ამტკიცებდა, რომ პაქტი ვაშინგტონისთვის წაამგებიანი.
ტრანს-წყნარი ოკეანის პარტიონობის ხელშეკრულებას, შვიდწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მიმდინარე წლის თებერვალში მოეწერა და ბარაკ ობამას პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
სავაჭრო პაქტი ითვალისწინებს საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახდელების გაუქმებას, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
ხელშეკრულებას ხელს აწერს 12 ქვეყანა : ავსტრალია, ბრუნეი, ვიეტნამი, კანადა, მალაიზია, მექსიკა, ახალი ზელანდია, პერუ, აშშ, სინგაპური, ჩილე და იაპონია.
მასალის გამოყენების პირობები






