ვენესუელის სოციალისტი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ იმედი აქვს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება.
"მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან, რათა საუკეთესო ურთიერთობები გვქონდეს მასთან, აშშ-თან და შევძლოთ ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას მიერ ვენესუელასა და ლათინური ამერიკის წინააღმდეგ დაშვებული შეცდომების გადალახვა და აღმოფხვრა" - განაცხადა ნიკოლას მადურომ სახელმწიფო ტელევიზიის ყოველკვირეულ გადაცემაში.
ივლისში, საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა თქვა, რომ ჰილარი კლინტონის არჩევის შემთხვევაში შეერთებული შტატები „შესაძლოა ვენესუელად გადაქცეულიყო“.
ვენესუელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა ექნება, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ტრამპს „ბანდიტი და ქურდი“ უწოდა, როდესაც ტრამპმა მექსიკას ბრალი აშშ-ში „კრიმინალების“ გაგზავნაში დასდო.
მასალის გამოყენების პირობები






