09:30 საათზე - სასტუმროში „ბილტმორი“ კონფერენცია - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბაქრაძე.
საკონტაქტო პირი ხათუნა საღინაძე - 599 284000
10:00 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ევროპის ფრენბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდება.
11:00 საათზ - ,,პირველის პრესკლუბში" ირაკლი ალადაშვილი სამხედრო ექსპერტი, სამხედრო–ანალიტიკური ჟარნულის "არსენალის" რედაქტორი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შეცვლა, სავარაუდო კანდიდატის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას ბიოგრაფია.
2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საკითხები და მისი სამხედრო შემადგენელი.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 - თამთა კალანდაძე
11:00 საათზე - სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ახალი პოლიტიკის დოკუმენტის - ”საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” პრეზენტაცია გაიმართება.
11.00 საათზე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება მეთხუთმეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლები.
მის: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8
11:00 საათზე - სასტუმროში ,,ვერე პალასი“ ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირების პრეზენტაცია გაიმართება.
11:00 საათზე - სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან კარი ტაპიოლა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი გოჩა ალექსანდრია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი მიშა კორძახია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ელზა ჯგერენაია.
12:00 საათზე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) სპეციალურ კომისიას სამინისტროში უმასპინძლებს.
12:00 საათზე - საქართველოს ბანკის სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება “Welcome to Georgia“.
მის: გაგარინის #29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან)
13:00 საათზ - ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” წარმოადგენს ანგარიშს ”2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი”, რის შემდეგაც ფილმის პრეზენტაციას გამართავს.
მის: მელიტონ ქანთარიას ქ. #11ა, 0 სართული
14:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს წარადგენს.
მის.: ინგოროყვას ქ. #7
14:00 საათზე - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ამერიკული ეროვნული დღესასწაულის, მადლიერების დღის აღსანიშნავად აქცია „მადლიერება ძალაა“ გაიმართება, რომელსაც საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
14:00 საათზე - გორის რაიონში, სოფელ ფლავისმანში ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლები კონცერტს გამართავენ, რომელიც ლევან და გიორგი სუხიტაშვილების ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება.
საკონტაქტო პირი ლევან სუხიტაშვილი - 557 77 88 58
მასალის გამოყენების პირობები






