კონგრესმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას - Washington Post
მსოფლიო - 18:28, 21 Nov, 2016     2638
კონგრესმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა Washington Post-ი.


როგორც სტატიაში აღნიშნული, ტრამპის გეგმას აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ, ვაშინგტონის პოლიტიკურ საზოგადოებაში ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.

გამოცემის თანახმად, დაწყებული ბრძოლა პირველი გამოცდა იქნება იმის, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის ძირეულ შებრუნებას პოლიტიკური გუნდის სურვილების საწინააღმდეგოდ.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, კამპანიის ფარგლებში ტრამპმა პირობა დადო, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებასთან საერთო ინტერესს გამონახავდა და ეჭვი გამოთქვა იმ ბრალდებების ავთენტურობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კრემლის წინააღმდეგ იყენებდნენ, მათ შორის ამერიკის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმასა და ამერიკის საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაზე.

„ახლა, როდესაც ტრამპი აირჩიეს, კანონმდებლები და რუსეთის საკითხების მიმომხილველები ორივე მპარტიიდან შიშობენ, რომ ტრამპის გუნდი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ცვლილების განხორციელებას მოახდენს, რაც რუსეთს არა მხოლოდ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, არამედ ამერიკისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებს მსხვერპლად შეწირავს.

ვაშინგტონში, ბრძოლა, რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მცდელობის წინააღმდეგ გასულ კვირას დაიწყო, როდესაც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ მაკკეინმა ტრამპის გეგმას სირიის საკითხებთან დაკავშირებით პუტინის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს, „მიუღებელი“ უწოდა და ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის მიერ ჩადენილი არაადამიანური ქმედებების გამო , პრეზიდენტის მომავალი ადმინისტრაციისგან საჯაროდ მოითხოვა კრემლთან კონფრონტაციულ რეჟიმში დარჩენა” - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს, უკრაინასა და ესტონეთს ეწვევიან.

ვიზიტი დონალდ ტამპის ინაუგურაციამდეა დაგეგმილი.

WP-ის ცნობით, სენატორები საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში ვიზიტისას დაადასტურებენ აშშ-ის განზრახვას, შეეწინააღმდეგონ რუსეთის აგრესიას.

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42