ნატო-ს 62-ე საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბეგრმა საქართველოზეც ისაუბრა.
სტოლტენბერგის თქმით, მომავალი წლის მაისში, საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაა დაგეგმილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო ნატოს მჭიდრო პარტნიორია.
“საქართველო არის ნატოს ძალიან მჭიდრო პარტნიორი. ჩვენ გავზარდეთ ნატოს ყოფნა საქართველოში. ჩვენ მათ ვეხმარებით რეფორმების განხორციელებაში. ასევე დაავაარსეთ ახალი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ვუმასპინძლეთ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და მომავალი წლის მაისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაა დაგეგმილი. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან, როგორც ახალო პარტნიორთან" - განაცხდა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები






