დღეს რუსეთის წინაშე ისეთივე საფრთხეები და რისკები დგას, რამაც საბჭოთა კავშირი დაშალა
მსოფლიო - 16:18, 20 Nov, 2016     11709

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის განცხადებით, რუსეთის წინაშე ისეთივე რისკები დგას, როგორიც საბჭოთა კავშირის წინაშე იდგა 1980-90-იან წლებში.

„სამოქალაქო ინიციატივის კომიტეტის“, რომლის თავმჯდომარეც კუდრინია, ინიციატივით მოწყობილ "სრულიად რუსეთის სამოქალაქო ფორუმის" დასკვნით სხდომაზე მას დაუსვეს კითხვა, თუ რაში უნდა დახარჯოს რუსეთმა ამ პერიოდში ფული - ჯარის გაძლიერებაზე თუ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე.

კუდრინის განცხადებით, რუსეთს ახლა იგივე პრობლემები აქვს, რაც საბჭოთა კავშირს. ქვეყანაში მიდის დეცენტრალიზაციისა და რეგიონალიზაციის პროცესები.

„საბჭოთა კავშირი დაიშალა არა სუსტი შეიარაღებული ძალების, ან სუსტი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გამო, იგი იმიტომ დაიშალა, რომ მას სუსტი, არაეფექტური, დრომოჭმული ეკონომიკური სისტემა ჰქონდა,“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

მისი აზრით, დღესაც რუსეთის მთავარი გამოწვევა ასევე არაეფექტური ეკონომიკაა, რომელსაც არ ძალუძს იყოს ტექნოლოგიურად მოწინავე პოზიციებზე მსოფლიოში.

„სსრკ-ს დაშლაში არც ლიბერალები და დისიდენტები არიან დამნაშავე და არც გაიდარის გუნდი. საბჭოთა კავშირის საწყობები გადავსებული იყო შეიარაღებით, რომელიც არავის არ სჭირდებოდა. ამ შეიარაღებაზე მუშაობდა ქვეყნაში არსებული ასეულობით და ათასობით საწარმო და უცებ, ერთი გადაწყვეტილების გამო, ამ წარმოებების მოცულობა ხუთჯერ შემცირდა, მთელი რიგი გიგანტური ქარხნები, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკაში იყო განთავსებული, საერთოდ გაჩერდა. სწორედ ამის გამო დაირღვა ქვეყნის რეგიონებს შორის კავშირი, დაიშალა გეგმიური ეკონომიკა,“ - აღნიშნა კუდრინმა და მაგალითად პეტერბურგი მოიყვანა, რომლის ქარხნებიც აღარ მარაგდებოდა საჭირო დეტალებით და ხელისუფლება იძულებული გახდა ძალიან ბევრ პროდუქტზე ე.წ. ტალონები შემოეღო.

კუდრინი თვლის, რომ რუსეთში ამჟამად ეკონომიკის სხვა მოდელი მუშაობს და ის უნდა განვითარდეს. შეიარაღება არ უნდა იყოს ეკონომიკის გადამწყვეტი ფაქტორი. მითუმეტეს, რეალური სამხედრო რისკები რუსეთის წინაშე არ დგას, გეოპოლიტიკურ არენაზე დაპირისპირებები თამაშის სხვა წესებით ხდება.

სწორედ ამის გამო კუდრინს მიაჩნია, რომ სამხედრო ექსპერტების აღფრთოვანება ქვეყნის სამხედრო პოტენციალით და განცხადებები, რომ ძლიერი შეიარაღების გამო „მსოფლიო რუსეთს კიდევ ათობით წელი ვერაფერს გაუბედავს“ - სისულელეა, რადგან ამის რისკი ძალიან მინიმალურია.

კუდრინმა ასევე გააკრიტიკა ქვეყნის მედიაში მიმდიანრე ანტიდასავლური რიტორიკა, რაც მისი აზრით ბიზნესისა და მრეწველობის განვითარებას უშლის ხელს, რადგან ტექნოლოგიურად ძლიერი დასავლეთი ფრთხილობს რუსეთში თავისი ტექნოლოგიები და ინვესტიციები შემოიტანოს.

ამასთან, სახელმწიფო დუმაში მთავრობის მიერ წარდგენილი 2017-20 წლების ბიუჯეტებშიც მთავარი პრიორიტეტები თავდაცვის სფეროზე მოდის, ხოლო ეკონომიკის განვითარებისა და სოციალური სფეროს ხარჯები რადიკალურად შემცირებულია. ყოველივე ეს კი ეკონომიკურ სტაგნაციას იწვევს. სოციალური ფონი უფრო და უფრო უარესდება. სუსტმა, მხოლოდ ნედლეულის გაყიდვაზე დამყარებულმა ეკონომიკამ და რეგიონების თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური განვითარების შეუძლებლობამ შესაძლოა დეზინტეგრაციული პროცესებიც გამოიწვიოს, - ასკვნის კუდრინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42