საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალური განცხადება
სამართალი - 20:00, 16 May, 2013     1970


"ნიუპოსტი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"2013 წლის 16 მაისს, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ირაკლი ფირცხალავას, გურგენ დონაძის, ალექსანდრე გვაზავას, დავით იაშვილის, ზურაბ მიქაძის, ზურაბ ბაქრაძის და ლევან ლობჟანიძის ბრალდების საქმის წინასასამართლო სხდომის ერთი თვით 30 ივნისამდე გადანიშვნის თაობაზე.

 

საზოგადოებისთვს ცნობილია, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ი. ფირცხალავს მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირზე გამოძიების მიერ დანიშნულ იქნა ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროში და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზის სამსახურში. გამოძიების მიერ მიღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნა, რომლის თანახმადაც ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარმოდგენილი ვიდეოფირი მიღებულია მონტაჟის წესით.

 

საქართველოს პროკურატურა იძულებულია კიდევ ერთხელ განმარტოს, რომ საქმის სასამართლო განხილვის გადადების მოთხოვნის საფუძველი არის მხოლოდ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღების მოლოდინი. აღნიშნული საექსპერტო დასკვნების მიღების სავარაუდო ვადაა მაისის ბოლო - ივნისის დასაწყისი. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით მოითხოვა პროკურატურამ საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის გადადება.

 

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ არც ერთ პირს დღემდე ანუ 2013 წლის 16 მაისამდე, არ წარმოუდგენია ბრალდებულ ი. ფირცხალავს მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირის კვლევის რაიმე ალტერნატიული დასკვნა. შესაბამისად, გამოძიებას გააჩნია მხოლოდ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური დასკვნები, რომელთა თანახმადაც ი. ფირცხალავას მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი ვიდეოფირი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მონტაჟს.

 

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზების დასკვნების მიღებისთანავე საქმე წარიმართება სასამართლოში განხილვისათვის" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42