უცნაურია, როგორ აღმოჩნდა თეფშები აღნიშნულ მდგომარეობაში, თუმცა სოციალური ქსელის მომხარებლებს არ დაეზარათ და პოსტის ავტორს კარადის კარის გაღების უამრავი სახალისო გამოსავალი შეთავაზეს.
1. გვერდით აიშენე ზუსტად იდენტური სახლი, ოღონდ ისე, რომ ეს თეფშები თაროზე ელაგოს. შემდეგ, ეს ძველი სახლი წაშალე.
2. ეკონომიკის ამბავია: თუ იაფფასიანი თეფშებია, მაშინ გამოაღე კარი. ხოლო თუ ძვირიანი თეფშებია — კარის მარჯვენა შუშა ჩაამსხვრიე.
3. წყლით დატბორე სახლი და გამოაღე კარები რისკის გარეშე.
4. კარადა უკან გადააყირავე და ისე გახსენი.
5. Ctrl+Z გეცადა.
6. გახსენი ღვინის ბოთლი, დალიე, დაელოდე ქმას და დაიწყე ჩხუბი უმიზეზოდ. ჩხუბისას გადი სამზარეულოში, გამოაღე კარი და აცადე თეფშებს დამსხვრევა და ყველაფერი დააბრალე ქმარს. ის ბოდიშს მოგიხდის და ახალ თეფშებს გიყიდის.
7. წაიღე კარადა ღია კოსმოსში, გახსენი, დაბრუნდი.
8. მიყიდე მუზეუმს მთელი კედელი როგორც ექსპონატი „დროში გაყინული.“
9. თუკი პაზლებით თამაში გიყვარს, გამოაღე კარები და შენ ფაიფურის პაზლები გექნება.
10. პოლიტიკური გამოსავალი: გამოაცხადე ეს პრობლემა მომდევნო თაობების პრობლემად, აუხსენი ბავშვებს, რომ ასეთია ეს ცხოვრება.
მასალის გამოყენების პირობები






