ამის შესახებ გამოცემა „უკრინსკაია პრავდა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით იტყობონრბა.
წყაროს თქმით, სააკაშილს მოქალაქეობას ვერ ჩამოართმევენ (საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, უკრაინის მოქალაქეობა ვერ ჩამოერთმევა პირს, რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნია), ამიტომაც ქართული მხარისთვის გადასაცემად , ადმინისტრაციაში სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.
როგორც გამოცემა მეორე წყაროზე დაყრდნობით წერს, სააკაშვილი და პოროშენკო „თავდაუსხმელობაზე“ იყვნენ შეთანხმებულები, საქართველს საპარლამენტო არჩევნებამდე.
„უკრაინსკაია პრავდა“ სააკაშვილის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.
რამდენიმე დღეში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. თუმცა, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები






