დეკანოზი მიიჩნევს, რომ ავღანეთის ტრაგედია ლგბტ აქციაზე ლაპარაკს მოჰყვა
საზოგადოება - 15:40, 16 May, 2013     1181

რა იქნება შემდეგ, როცა ეს მსვლელობა მოეწყობა?!"-ამბობს წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე.

 

დეკანოზ დავით ისაკაძესთან ვრცელ ინტერვიუს ჟურნალი ,,ლიბერალი" აქვეყნებს.

 

დეკანოზი ამბობს, რომ მსგავსი მსვლელობები ცოდვის პროპაგანდას ემსახურება და სექსუალური უმცირესობები დისკრიმინაციას რეალურად არ განიცდიან:

 

,,თუკი ვინმე სადმე ჩხუბობს, ასეთი ჩხუბები და შემთხვევები სხვადასხვა მიზეზის გამო ყველგან ხდება, ამას დისკრიმინაციას ნუ დავარქმევთ. ეკლესია ხმამაღლა აცხადებს, რომ ასეთი ადამიანების დაცინვა და დაჩაგვრა არანაირი ფორმით არ შეიძლება. ასეთ ხალხს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში უნდა დავეხმაროთ.

 

რა საჭიროა ასეთი მსვლელობები? მით უფრო, როდესაც ეს დისკრიმინაცია საერთოდ არ არსებობს. საერთოდ არ მსმენია, რომ ვინმეს სახლში მივარდნოდნენ და შეურაცხყოფა მიეყენებინოთ. არაერთი ადამიანი მინახავს ჩემს ტაძარში, პირადად ჩემთან მოსული, რომლებსაც აღსარებაში მსგავსი გადახრის შესახებ უთქვამთ. როცა ასეთ რამეს ვისმენ, ჩემზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ მას არც ვაგრძნობინებ და ვცდილობ ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად აქვს ამის სურვილი. ეს სამუდამოდ საიდუმლოდ რჩება ჩვენს შორის. ესაა ჩვენი, ეკლესიის დამოკიდებულება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან მიმართებაში,"- ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე.

 

მამა დავით ისაკაძე დასძენს, რომ როდესაც ქვეყანაში გლოვაა, მსგავსი აქციის გამართვა უმსგავსოაა, მისივე თქმით, აპირებს მშვიდობიანი აქციის გამართვას, რასაც სექსუალური უმცირესობების აქციის ორგანიზატორთა და ხელშემწყობთა მხილება მოჰყვება.
,,როგორც კი აქციის თემაზე დაიწყო ლაპარაკი, ავღანეთში ეს ტრაგედია მოხდა. რა იქნება შემდეგ, როცა ეს მსვლელობა მოეწყობა?! ან კიდევ, რა ხასიათით უნდა მოხდეს ამ აღლუმის გამართვა, თუნდაც ფლეშმობის სახით, როდესაც ასეთი ტრაგედიის შემდეგ ზოგიერთი ქვეყანა გლოვის დღეებს აცხადებს?!

 

მშვიდობიან აქციას ვგეგმავ და ამას, ალბათ უკვე ორგანიზატორების, ხელშემწყობების მხილება და შეგონება მოჰყვება. მთელ საქართველოში იქადაგება, რომ ქვეყანაში დაიშვა უზნეობის, გარყვნილების ხელშეწყობის პრეცენდენტი. მთელი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე იმ ადამიანების დაეკისრებათ, ვინც ეს მსვლელობა მოაწყო და ხელი არ შეუშალა. ვიმეორებ, მათ პირად ცხოვრებაში ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
თუ აქცია მაინც ჩატარდება, მაშინ სავარაუდოდ ჩვენ დავიწყებთ მომზადებას რეფერენდუმისთვის, რათა ჩვენს ქვეყანაში გარყვნილების ქადაგება აიკრძალოს,"- აღნიშნავს წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42