საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:02, 18 Nov, 2016     4517
საქართველოს ეროვნული ბანკი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გაკონტროლების საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სებ-ის განცხადებით ეროვნული ბანკი წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კვალიფიკაციის მინიჭება სებ-ის კომპეტენციას ცდება:

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, აღნიშნული კვალიფიკაციის მინიჭება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

ეროვნული ბანკი, დისტანციური ზედამხედველობის და ადგილზე ინსპექტირების გზით, სისტემატურად ამოწმებს დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა კონტროლის სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობას. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სტრუქტურებს.

აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრების აღმკვეთი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევების გამო, ცალკეული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ლიცენზიის გაუქმების თუ სხვა საზედამხედველო ღონისძიებების გატარების ფაქტები ფიქსირდება განვითარებულ ქვეყნებშიც. ამდენად, დაუშვებელია კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევის ფაქტების გამოვლენა და ლიცენზიის გაუქმება განზოგადებულ იქნას მთელ საფინანსო სისტემაზე და განხილულ იქნას ტენდენციად.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის სტაბილურობის გარანტი, თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამასთანავე, საფინანსო ინსტიტუტებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დადებითად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ.“- აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42