სასამართლოს პროკურორმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეს სწავლობს, განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში, ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ მონაწილეობს, გამოძიება გრძელდება. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვიპოვით სხვა გზებს, რომ მოვიპოვოთ მტკიცებულებები"- წერს ბენსუდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, რუსეთის იუსტიციის სამინიტრომ განაცხადა, რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც უწყების პრეს-სამსახურში განმარტეს, რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუსი, რომლითაც სასამართლოს საქმიანობა რეგულირდება, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გუშინ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებაზე უარი საბოლოოდ განაცახადა.
შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
„მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროსა და სხვა დაინტერესებულ აღმსასრულებელ ორგანოებთან, რომ რუსეთი არ გახდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე“ - ნათქვამია განკარგულებაში.
ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი შეტყობინება გაერო-ს გენერალურ მდივანს გაუგზავნოს.
რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება, რომელიც გაეროს ეგიდით 1998 წლის 17 ივლისს მიიღეს. ის ძალაში 2002 წლის 1 ივლისიდან შევიდა. რუსეთმა რომის სტატუსს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდებია. რუსეთ

მასალის გამოყენების პირობები






