საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:22, 17 Nov, 2016     1984
საყოველთაოდ ცნობილია, რომ აუქციონის წესით სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაცია ემსახურება კრედიტორის კანონიერი უფლების განხორციელებას. სამწუხაროდ ბოლო დროს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხდება უკანონო, დაუსაბუთებელი და საშიში პრაქტიკის დამკვიდრება.

საკითხი ეხება კანონის მოთხოვნების შესაბამისად და სრული დაცვით, ბანკის (კრედიტორის) მიერ მოვალის სასესხო დავალიანების დასაფარავად, ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკმა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით და კანონით დაგეგმილი წესით (აუქციონი) გირაოში ჩადებული ქონება გაასხვისა. ახალმა კეთილსინდისიერმა შემძენმა, მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად შესყიდული აქტივების რეაბელიტაცია მოახდინა და იგი მომგებიან საწარმოდ აქცია. დაუშვებელია, რომ აუქციონის ბათილობას სასამართლო აცხადებს წლების შემდგომ, როდესაც ქონება უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის საკუთრებაშია გადასული და აქტივი წარმატებით ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო კონკრეტული ბანკის, როგორც კრედიტორის კანონიერ უფლებებს, არამედ ზოგადად სახიფათო პრეცენდენტს ქმნის ბიზნეს გარემოსათვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მსესხებლის ვინაობასა და გავლენის სფეროზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს საშიში ტენდენცია დამღუპველია ბიზნესის წარმოების სამართლებრივი გარემოსათვის, ვინაიდან, პირველ რიგში, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ინვესტიციების დაცულობას და მეორეს მხრივ ქვეყნის ეკონომიკას მთლიანად.

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაინტერესდნენ ამ პრობლემით, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი მანკიერი პრეცენდენტის დაშვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42