ბერლინში, ეკონომიკურ ფორუმზე ვალსს ჰკითხეს, ტრამპის გამარჯვების ფონზე, შესაძლოა თუ არა, რომ საფრანგეთში ლე პენის პარტიამ გაიმარჯვის. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შესაძელებლია.
„საფრანგეთი საფრთხეშია“ - განაცხადა ვალსმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ანალოგიური მოსაზრება მანამდე საფრანეგთის ყოფილმა პრემიერმა ჟან-პიერ რაფარენმაც გამოთქვა.
ვალსის თქმით, შესაძლოა, მემარჯვენე პოლიტიკოსების პოპულარობა გაიზარდოს და ლე პენიც არჩევნების მეორე ტურში გავიდეს.
„ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკის ბალანსი სრულად იცვლება“ - აღნიშნა ვალსმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური პარტიის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა „ბიბისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებამ მისი შანსები გაზარდა, რადგან ტრამპმა შესაძლებელი გახადა ის, რაც ადრე შეუძლებლად ითვლებოდა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2017 წლის 23 აპრილში გაიამრთება.
მასალის გამოყენების პირობები






