კლინტონი, ბავშვთა დაცვის ფონდის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას კლინტონმა განაცხადა, რომ შედეგების გამოცხდების შემდეგ იმდენად ცუდად იყო, სახლიდან გასვლა არ უნდოდა.
“ვაღიარებ, დღეს, აქ გამოსვლა ჩემთვის ძალიან რთული იყო. გასულ კვირას იყო მომენტები, როდესაც ერთადერთი, რაც მსურდა იყო, საერთოდ არ გავსულიყავი სახლიდან“ - განაცხადა კლინტონმა.
„ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იმედგაცრუებულია არჩევნების შედეგები. მეც იმდენად , რომ ამის სიტყვებით გამოხატვა არ შემიძლია. ვიცი, ეს ადვილი არ არის. ვიცი, რომ გასული კვირის განმავლობაში ბევრმა თქვენგანმა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა - ნუთუ მართლა ისეთი ამერიკა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. მაგრამ გთხოვთ, მომისმინეთ. ნუ დაკარგავთ ჩვენი ქვეყნისადმი რწმენას, იბრძოლეთ ჩვენი ღირებულებებისთვის და არასოდეს დანებდეთ“ - განაცხადა კლინტონმა.
მასალის გამოყენების პირობები






