თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზად 2016 წლის ივლისში თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომი ვითარება სახელდება.
რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუ რამდენ სამხედრო მოსამსახურეზეა საუბარი. მათ განცხადებებს გერმანიის მიგრაციის ფედერალური ოფისი და ლტოლვილთა სამინისტრო განიხილავს,.
აღსანიშნავია, რომ „რამშტაინზე“ დაახლოებით 40 000 თურქი სამხედროა განთავსებული, ოჯახის წევრებით.
შეგახენებთ, 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური ვაშინგტონი თავისმხრივ აცხადებს, რომ მზად არის გიულენი თურქეთს გადასცეს, თუკი ოფიციალური ანკარა მისი დანაშაულის მტკიცებულებებს წარადგენს.
თავად გიულენი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.
სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას 230 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა თავად სამხედროა.
15 ივლისის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს ათასობით სამხედრო, მოსამართლე, პოლიციელი, მასწავლებელი. ქვეყანაში დაიხურა 100-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა, რის შედეგადაც სამსახურის გარეშე დარჩა 2 300-ზე მეტი ჟურნალისტი.
15 ივლისის მოვლენების შემდეგ თურქეთში მინიმუმ 99 ჟურნალისტი და მწერალი დააკავეს, მინიმუმ 330-ს აკრედიტაცია ჩამოართვეს
გიულენთან კავშირის გამო დააკავეს მისი ძმა, ძმისშვილი და რძალიც.
გერმანიამ თურქეთში მასობრივი დაპატიმრებების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა, რის შედეგადაც ნატო-ს ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობები დაიძაბა.
მასალის გამოყენების პირობები






