აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთში ინაუგურაციის შემდეგ ჩავა. ამის შესახებ გამოცემა "იზვესტია" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუნდ შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აუცილებლად შეხვდებოდა და ეს შეხვედრა შედგებოდა მის ინაუგურაციამდეც.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი პუტინს გონიერ პოლიტიკოსად მოიხსენიებდა და გამოსვლებში აცხადებდა, რომ აშშ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი ის არის, რომ ამერიკელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთმა პირველმა გამარჯვება პუტინმა მიულოცა, შემდეგ კი მათ შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






