დიმიტრი ქუმსიშვილმა მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:11, 17 Nov, 2016     1851
პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „ტისუპეიპერი“ ოფიციალურად გახსნა, რომლის შემდეგაც გაეცნო სამუშაო პროცესს და დაათვალიერა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგიასა და წარმოებულ პროდუქციას. „ტისუპეიპერი“ ბაზარზე ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია, ეკონომიკური საბჭოს აპარატის მრჩეველი ამირან გვაზავა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარევის ბანკის წარმომადგენელი სევერიან ღვინეფაძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი საწარმო გარემოს მიმართ მეგობრულია და მაკულატურის მეორადი გადამუშავება მიმდინარეობს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება გამიზნულია იმპორტის ჩანაცვლებაზე. დღეს „ტისუპეიპერის“ პროდუქცია ჰიგიენური ქაღალდით ადგილობრივი მოხმარების 30 პროცენტს აკმაყოფილებს, თუმცა ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა დაგეგმილი.

„სწორედ ესაა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მთავარი ამოცანა - ჩვენს ქვეყანაში წარმოებები განვითარდეს, მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო სიმძლავრეების გაზრდა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საწარმოში ამჟამად 85 ადამიანია დასაქმებული. მისი სრული სიმძლავრით ამუშავებისას 100-მდე ადამიანს დაასაქმებს და ყოველთვიურად 170 000 კგ. ჰიგიენურ ქაღალდის წარმოებას შეძლებს. კომპანიის სამომავლო გეგმებია, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტის წარმოება კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარს შეადგენს.

შპს „ტისუპეიპერი“, რომლის პროდუქციაც ადგილობრივად დამზადდება, ბრენდების: „ეკო“, „ასფურცელა“ და „ეკოფეიფერი“ სახელწოდებით მომხმარებელს მაღალ ხარისხს და კონკურენტულ ფასებს შესთავაზებს. ამასთანავე, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში დამზადებული პროდუქციით, შპს „ტისუპეიპერი“ წარმატებით გაუწევს კონკურენციას იმპორტიორ კომპანიებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42