კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) თანამშრომლობა ღრმავდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:07, 17 Nov, 2016     1357
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი კვლევების შედეგები განიხილეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აზიის ქვეყნებში კარტოფილის პროგრამის კოორდინატორს, გრეგორი ფორბესს ცენტრში მიმდინარე სამუშაოები გააცნო და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საუბარი შეეხო ახალ პროგრამას, რომელიც 2017-2020 წლებში განხორციელდება და საქართველოში მეთესლეობის სისტემის კვლევასა და ინტეგრირებული ჯანსაღი თესლის წარმოებას ითვალისწინებს. პროგრამას ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განახორციელებს.

„სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ზოგადად მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისა და სარგავი (სათესლე) მასალის წარმოების ხელშეწყობისთვის. კარტოფილის ახალი ჯიშების ინტროდუცირება, მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში ეხმარება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებმა ჯიღაურას ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების საკოლექციო, სადედე და სადემონსტრაციო ნაკვეთები, ცენტრის ერთწლოვანი კულტურების ექსპერიმენტალური ბაზა და ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც CIP-ის მიერ ცენტრისთვის გადმოცემულ კარტოფილის ახალ ჯიშებსა და კლონებზე დაკვირვება მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42