ისრაელი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავს
მსოფლიო - 12:55, 17 Nov, 2016     52474

ისრაელი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავს.

ამის შესახებ გამოცემა Haaretz-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს ახალი პოლიტიკის დასამტკიცებლად .

როგორც გამოცემა შინაგან საქმეთა უწყების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ისრაელში გადამსვლელ ტურისტთა რაოდენობა წელიწადში 91 ათასიდან 117 ათასამდე გაიზარდა. საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ისრაელმა 2014 წელს გააუქმა.

როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ ამ ფაქტით აიხსნება ის , რომ საქართველოს მოქალაქეებისგან ისრაელში ცხოვრების უფლების მოთხოვნა 2012 წელს საერთოდ არ ყოფილა, 2013 წელს ასეთი 4 განცხადება შევიდა, 2014 წელს - 51, 2015 წელს - 603, ხოლო 2016 წლის ბოლოსთვის უკვე უფრო დიდ რაოდენობას ვარაუდობენ.

გარდა ამისა, როგორც მიგრაციის სამსახურში აღნიშნავენ, ისრაელში სულ უფრო იზრდება იმ ქართველების რიცხვი, რომლებიც არალეგალად ცხოვრობენ და მუშაობენ.

პრობლემას წარმოადგენს არალეგალი უკრაინელების დიდი ოდენობაც. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინელები თავშესაფრის მოთხოვნას არმიის მობილიზაციით და დეზერტირობის ბრალდებით დაკავების შიშით ხსნიან, ქართველობის არგუმენტს კი ის წარმოადგენს, რომ ისინი ოპოზიციას მიეკუთვნებიან და ხელისუფლების თვითნებობის ეშინიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42