ბესელიას მიერ დამნაშავედ მოხსენიებულ მეგის ქარდავას ბრალი დღემდე არ წარდგენია
საზოგადოება - 13:11, 16 May, 2013     1050

 


მეგის ქარდავას ადვოკატის განცხადებით, ბესელიამ ფარული კადრების ჩაწერის ორგაინიზატორად მოიხსენია მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისე, რომ მეგის ქარდავას არც ამ და არც სხვა თემზე ბრალი ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი.

 

"ნიუპოსტი" გთავაზობთ მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით:

 

"მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოების და მასმედიის დიდ ინტერესს იწვევს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ფარულად გადაღებული კადრები, რასთან დაკავშირებითაც, როგორც პროკურატურა აცხადებს, მიმდინარეობს გამოძიება.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენს აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პროკურატურამ თავისი მოხსენებაში აღნიშნული ქმედების ორგანიზატორად მოიხსენია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეგის ქარდავა ისე, რომ იგი პასუხისგებაში მიცემული არც მაშინ არ ყოფილა და არც დღეს არ არის. აღნიშნული უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის ფაქტის გამო მე მივმართე სახალხო დამცველ ბატონ უჩა ნანუაშვილს 3 თვის წინ, მაგრამ უფლების დარღვევა სახალხო დამცველისგანაც რეაგირების გარეშე დარჩა.

 

ყველაზე მეტად ჩვენი გაკვირვება და აღელვება კი გამოიწვია იმ ფაქტმა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი, და ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არღვევს ადამიანის უფლებებს, მაშინ, როდესაც სწორედ იგია ვალდებული დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება.

 

კერძოდ, ეკა ბესელიამ 2013 წლის 14 მაისს რუსთავი 2–ის გადაცემა "პოზიციაში", განაცხადა, რომ მეგის ქარდავა უზრუნველყოფდა ფარული ჩანაწერების მოპოვებას და მას ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრალი აქვს წარდგენილი. სწორედ აღნიშნული განცხადებით უფლებათა დამცველმა ეკა ბესელიამ მეგის ქარდავასთან მიმართებაში დაარღვია კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლება – უდანაშაულობის პრეზუმფცია და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე (ვინაიდან მას დღემდე ბრალი არ აქვს წარდგენილი აღნიშნულ ფაქტზე) მოიხსენია დანაშაულის ორგანიზატორად, რაც დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, განსაკუთრებით კი უფლებადამცველი ეკა ბესელიას მხრიდან. ვფიქრობთ, აღნიშნული ფაქტი საზოგადოების რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

 

ადვოკატი: მალხაზ ველიჯანაშვილი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42