17 ნოემბრის ანონსი
ანონსი - 20:49, 16 Nov, 2016     905

10:00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ცენტრის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.

10:45 საათზე - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვირეულის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, შპს „ტისუპეიპერის“ ახალ, მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის.

მისამართი: თბილისი, ქიზიყის ქუჩა # 12

11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ჩინური კომპანიის თანამშრომლების მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქეების ადვოკატები და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

მისამართი: ზუბალაშვილების 36

11:00 საათზე - სასტუმრო „რედისონში“ ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” დისკუსიას გამართავს.

თემა: რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში.

საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

11:00 საათზე - საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით, საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები“ გაიხსნება.

მისამართი: საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში.

11:00 საათზე - ,,პირველის პრესკლუბში" საინიაციტივო ჯგუფის წევრი მუხრან ბურჭულაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გაყალბებული არჩევნები.

მისამართი: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული

საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე - 595 03 77 22

11:00 საათზე - პოლონეთის საელჩოს, კულტურის სამინისტროს, ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრის და საქართველოს სინფონიეტას წარმომადგენლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „პოლონეთის მუსიკა ფესტივალზე - შემოდგომის თბილისი 2017“.

მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - ,,პირველის პრესკლუბში" საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი.

მისამართი: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა", მე-2 სართული

საკონტაქტო პირი თამთა კალანდაძე - 595 03 77 22

11:30 საათზე - გიორგი ვაშაძის გუნდის წევრი, სამოქალაქო პლატფორმა - „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგო ჩიხლაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ვაშაძის გუნდის მზაობა ოპოზიციური გაერთიანებისთვის, ოპოზიციური კონსულტაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისთვის, სხვა პოლიტიკური საკითხები.

მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - სასტუმრო "თბილისი რუმსში" “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაციის დასარეგულირებლად საკანონმებლო ცვლილებების პროექტს წარმოადგენს.

დარბაზი: Master Room

12:00 საათზე - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მაღალი დონის ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის „ნატო-საქართველოს სწავლების 2016“ საჩვენებელი დღე გაიმართება. მედიის აკრედიტებული წარმომადგენლები კრწანისში JTEC-ის შესასვლელთან 10:45 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

საკონტაქტო პირები: ირაკლი გურგენიძე - 577 19 88 66, თეო კერძევაძე - 577 19 00 96

12:00 საათზე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრება.

თემა: ქართველ ალპინისტთა ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონისა და ჰიმალაის მწვერვალებზე.

14:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მისამართი: ინგოროყვას ქ. #7

17:00 საათზე - სასტუმრო „ბილთმორში“, „გოსფილმოფონდში“ დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით მოეწყობა.

19:00 საათზე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრას გამართავს, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელი პირები, მინისტრები, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრებიან.

მისამართი: „მაგთი -კლუბი“ ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი №22

საკონტაქტო ტელეფონი: 591 513652

20:00 საათზე - თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) „თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2016“ ფინალური ღონისძიება გაიმართება.

მისამართი: სიონის ქ. #8





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42